“გაჭირვებაში ვინც მიატოვა დღეს მოვლენ გასვენებაში და ნიანგის ცრემლებს გადმოყრიან, ბოლო პერიოდში ძალიან უჭირდა მამუკას და..”

0

იუმორისტი ნიკა ქავთარაძე ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის მამუკა ონაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ქავთარაძე წერს, რომ დღეს მის დაკრძალვაზე ის ადამიანები იფარისევლებენ ყველაზე მეტად, რომლებმაც განსაცდელში მიატოვეს.
ხვალ მამუკა ონაშვილის გასვენებაა.
ძალიან მიყვარდა ეს ბავშვივით კეთილი და მხიარული ადამიანი.
ძალიან მეწყინა და მეტკინა🥹
გუშინ პანაშვიდზე ვიყავი.
და ერთ რაღაცაზე დავფიქრდი.

ძალიან უჭირდა ბოლო პერიოდში.
არაა ეს ქვეყანა არტისტებისთვის. თორემ ყველაფერი ჰქონდა მამუკას, კარგად ცხოვრებისთვის – ნიჭი, ხმა, ქარიზმა.
მაგრამ ეს ხო საქართველოა.
ხოდა, მივლენ ახლა გასვენებაში ისინი, ვინც გაჭირვებაში მიატოვა, დახმარების ხელი არ გაუწოდა, მხარში არ ამოუდგა.
მივლენ და აღვარღვარებენ ღაპაღუპით ნიანგის ცრემლებს.
ფარისევლობა არც ჩვენი საზოგადოებისთვისაა უცხო და არ სიონის ტაძრისთვის, მაგრამ მაინც ტეხავს, თან ძალიან.
ღმერთმა გაანათლოს ჩვენი ყველას მამუკა ონაშვილის სული!

Share.