გგონიათ ხალხს ფული არ აქვს და უჭირთ?… აბა გაიარეთ საყიდლებზე, ჰიპერმარკეტებში, ბაზარში, იმდენი ხალხია ვერ გაივლი…

0

“არ არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ეს არის ნარატივი“ – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, კარლო კოპალიანმა გააკეთა. უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობა არ არის და მოსახლეობა “ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში იმაზე გაცილებით უკეთ ცხოვრობს, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში.
“ხალხს “ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხოვრებს ისეთ პირობებში, რომელზე წარმოდგენა 7 წლის წინ წარმოუდგენელი ამბავი იყო. უბრალოდ, ვერც წარმოვიდგენდით. არ არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ეს არის ნარატივი.

ეს არის აპოკალიფსის დახატვა რომ უნდათ ზოგიერთებს და არ გამოსდით, მეტი არაფერია. გადით, გაიარეთ ჰიპერმარკეტებში, შედით ბაზარში, ვერ გაივლით ფიზიკურად, თუ ხალხს ფული არ აქვს და უჭირს, ბაზარში ვერ შევა. თუმცა, რა თქმა უნდა, გეთანხმებით იმაში, რომ არის სოციალური შეჭირვებული ფენა,“ – აცხადებს კარლო კოპალიანი.

Share.