ცნობილი „ტიკტოკერი“ ნონა ვაშაყმაძის ვიდეო ვრცელდება, რომელმაც ბარიარტრიული ოპერაციის შედეგად საგრძნობლად დაიკლო წონაში, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნიდა. „ბადრი გუჯეჯიანი მამლად გადავაქციე…“ „გიგას მაღაზიაში ვიყავი და ბუმი ვიყიდე“… – ვინც „ტიკტოკს“ სქროლავს ეს სიტყვები ერთ პიროვნებას გაგახსენებთ – ნონა ვაშაყმაძეს. დიახ, ნონამ მოკლე დროში შეძლო ბევრი ადამიანისთვის თავის შეყვარება.
„დედა ემიგრაციაშია 14 წელი. მე აქეთ ყოფნას ვარ მიჩვეული, ქუთაისში და იქით ვერ წავალ. მამა მანქანის სამრეცხაოზე მუშაობს, დედაც აგზავნის ფულს და შემოსავლის წყარო ესაა. ყველაფერი მაქვს რაც მინდა. მაღაზიაში გავდივარ და ვყიდულობ ხოლმე.
რაც შეეხება ჩემს ვიდეოებს, ბევრი მაბულინგებს წონის გამო, ძროხა ხარო მეუბნებიან. ამ ნეგატივს ვბლოკავ ხოლმე, ვაიგნორებ.
ჩემი ოცნებაა ჩემი დისშვილი კარგად იყოს. ავადაა საფრანგეთშია სამკურნალოდ და მინდა ჯანმრთელი იყოს“, – ამბობდა ნონა ვაშაყმაძე გადაცემა „სხვა ნანუკაში“.
აღსანიშნავია, რომ წონის კლების ოპერაციაში მას გადაცემა „სხვა ნანუკა“ დაეხმარა.
ამჯერად ნონა საოცარ ფორმაშია, რომლის ამსახველი ვიდეო „ტიკტოკზე“ ვრცელდება.
„ნონას გარდასახვა 🙂🥰 მადლობა ნანუკას!❤️ ყოჩაღ ნონას, რომ შეძლო ნებისყოფის კონტროლი და შედეგიც დადო!“,– წერს ვიდეოს ავტორი.
„როგორ ძალიან მინდა, რომ ბედნიერი იყოს“;
„ყოჩაღი გოგო ხარ ნონა, წინ კიდევ უამრავი სიხარულით სავსე დღეები გელოდება საყვარელო, წარმატებები და უსასრულობამდე ბედნიერება შენ“,- წერს კომენტარებში.
@10__nati ნონას გარდასახვა 🙂🥰 მადლობა ნანუკას!❤️ ყოჩაღ ნონას, რომ შეძლო ნებისყოფის კონტროლი და შედეგიც დადო! #ნანუკასშოუ #მთავარიარხი #nonavashaymadze ,#გლობალ🌍 #საქართველო🇬🇪 #qutaisi #ქუთაისი ♬ original sound – Tatia