“გიორგის გარდაცვალების შემდეგ მის ტელეფონზე ვრეკავდი ხოლმე და ერთხელაც ვიღაცამ მიპასუხა..” – ნახეთ რა შეემთხვა ელენე ფოჩხუას მისი ძმის გარდაცვალების შემდეგ

0

”როცა რამე მიჭირს, მინდა, გიორგის ვუთხრა. როცა რამე მიხარია, მინდა, პირველს მას გავაგებინო… არ დამიჯერებთ, ხანდახან მავიწყდება, რომ ჩემი ძმა აღარ არის ამქვეყნად და ტელეფონს რომ დავწვდები მასთან დასარეკად, მერე მახსენდება. სხვათა შორის, დღემდე ვწერ გიორგის „მესინჯერში“. გარდაცვალების მერე, ვურეკავდი, გამორთულიაო, რომ მეუბნებოდა, ვთიშავდი და მერე, ისევ ვრეკავდი. თვეების მერე დავრეკე და ვიღაც ბიჭმა მიპასუხა. შოკი მივიღე, გავქვავდი. მას უყიდია ნომერი.

– გიორგის გარდაცვალების მერე საფლავზე ან სახლში რაიმე უცნაური ხომ არ მომხდარა?– საფლავზე არა, მაგრამ დედა იყო სასწაულის შემსწრე. ხომ ამბობენ, გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს მინიშნებებს დააკვირდით, სასწაულები ხდებაო. მოკლედ, გიორგის გარდაცვალების მეორმოცე დღეს დედა სარეცხს ფენდა ეზოში, უცებ მოფრინდა თეთრი მტრედი და მხარზე დააჯდა..” – ამბობს ელენე ფოჩხუა
წყარო:statiebi.club

Share.