ფოტოზე: უტა ელიავა, გიორგი(გიგა) შამუგია
ტრაგედია დატრიალდა თბილისში. ავარიის შედეგად, მტკვარში ავტომობილი ჩავარდა. შემთხვევა ღამით მოხდა. ავტომობილის ერთი მგზავრის გადარჩენა მოხერხდა, ის საავადმყოფოში, კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფება.
ავტომობილში მყოფი სამი მგზავრი ამ დრომდე არ უპოვიათ.
თვითმხილველების თქმით, შემთხვევა ღამის 12-დან, 1:00-მდე მოხდა შემთხვევა. მისი თქმით, კიდევ ერთი პირი, რომელიც ამოჰყავდათ, წყალმა წაიღო.
“ერთი ამოყვანილია, ერთმა გაცურა წყალში, ვერ მოასწრეს ამოყვანა. წყალმა წაიღოო, როცა ამოჰყავდათო. 2 მანქანაშიაო, ამბობენ…“ – აცხადებენ ადგილზე მყოფები.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
“ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2002 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. – მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა” – აცხადებენ უწყებაში.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ამ დრომდე უტა ელიავას და გიორგი შამუგიას ეძებენ. ისინი ზუგდიდიდან იყვნენ.
უტა 24 წლის არის, გიორგი – 23-ის. როგორც ბიჭების ახლობლები გვიყვებიან, მომხდარის დროს არც ერთი საჭესთან არ იჯდა და ავტომობილს სხვა პირი მართავდა. ასევე, მათი ცნობით, მესამე ახალგაზრდა, რომელსაც ეძებენ, სავარაუდოდ სტუმარია, რომელიც ბიჭებთან უცხოეთიდან იყო ჩამოსული.
“გიორგი და უტა მეგობრები იყვნენ, ძალიან ახლო მეგობრები. ძმებივით იყვნენ. ისეთ მდგომარეობაში ვართ, დაბნეულები და შოკირებულები, საუბარი გვიჭირს. როგორც გავიგეთ და თვითმხილველებმაც თქვეს, მეორე მანქანა დაეჯახა და ინერციით გადავარდნენ მტკვარში. გიორგი უნივერსიტეტში სწავლობდა თბილისში. საშინელება მოხდა. მეტს ვერაფერს ვიტყვით ჯერჯერობით” – გვიყვებიან ახლობლები
წყარო: geonewest.com