მოსკოვის სამხრეთ ნაწილში, აბანოში გამართულ წვეულებაზე სამი ადამიანი ასფიქსიით გარდაიცვალა. ინციდენტი 28 თებერვალს მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პარასკევს საღამოს რუსმა ბლოგერმა კატერინა დიდენკომ დაბადების დღე 20 სტუმართან ერთად აბანოში აღნიშნა, რა დროსაც აუზში 25 კილოგრამი მშრალი ყინული ჩაყარეს, რის შემდეგაც რამდენიმე სტუმარი აუზში გადახტა, შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის იუბილარის მეუღლეც.
როგორც გაირკვა, სტუმრებმა მშრალი ყინული ცხელ აუზში ჩაყარეს, რის გამოც წყლის ზედაპირზე მყარი ნივთიერება ნახშიროჟანგად გადაიქცა. აირის შესუნთქვის შემდეგ სტუმრებმა გონება დაკარგეს.
წყარო: itar.ge