“გოგოს ძმამ იძია შური სინამდვილეში რადგან..” – ნახეთ რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი გუშინ გლდანში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

0

გუშინ, გლდანში მომხდარი მკვლელობა სიყვარულის ისტორიას უკავშირდება. მოკლული გეგი ნიგურიანია, ის უკრაინიდან ახალი ჩამოსული იყო და მკვლელობაში ბრალდებულის, გეგი ღვაჩლიანის დაზე იყო შეყვარებული. წყვილი ერთი დღის დაქორწინებული იყო, როცა 30 წლის გეგი ნიგურიანს მანქანიდან რამდენიმე ტყვია ცოლის ძმამ ესროლა.
როგორც “პრაიმტაიმს” მესტიის მკვიდრმა, მოკლულის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, გეგი და ნინო ღვაჩლიანი ბავშვობიდან შეყვარებულები იყვნენ, გარკვეული მიზეზების გამო,

ნიგურიანმა საქართველო დატოვა, ხოლო ნინომ სხვაზე იქორწინა და ერთი ბავშვი ეყოლა.
მას შემდეგ, რაც ნინო ღვაჩლიანის ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და ქალი ქმრისგან წავიდა, გეგი ნიგურიანმა გაიგო, საქართველოში დაბრუნდა და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა.

“უმძიმესი წუთები გვიდგას სვანეთში, მაგარ ვაჟკაცს ვგლოვობთ, გამორჩეულ მესტიელ ბიჭს. გეგი ნიგურიანი და მკვლელის და ბავშობიდან შეყვარებულები იყვნენ, ძალიან უყვარდათ ერთამენთი, ეს მთელმა სვანეთმა იცოდა.

მერე ისე მოხდა, რომ გეგი უკრაინაში ბიზნესის დაწყებისთვის წავიდა, გოგო ოჯახმა გაათხოვა, უსიყვარულოდ დაქორწინებულმა გეგის გარეშე ვერ გაძლო და როცა შვილი შეეძინა ქმრისგან მალევე წამოვიდა. გეგიმ როცა ეს ამბავი გაიგო, უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნდა, გუშინწინ ერთად დაიწყეს ცხოვრება და ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.

ძმამ შური იძია, რადგან და თავის მეგობარზე გაათხოვა. მას არ უნდოდა დიშვილი დ მეგობრის შვილი “ვიღაცას” გაეზარდა. დას ეუბნებოდა, ან ქმართან დაბრუნდი, ან მარტო დარჩიო…” – უთხრა “პრაიმტაიმს” ნიგურიანის ოჯახის ახლობელი.

წყარო: ambavi.club

Share.