“გოგო იმ დონეზე მიიყვანეს ისიც კი თქვა მერჩივნა მომკვდარიყავიო…” – ნახეთ ქართველი ემიგრანტი იტალიაში ნაპოვნ გოგოზე ამბავს ეხმიანება

0

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, სოფია ბასილაშვილი შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს, როგორც ის სოციალურ ქსელში წერს მის მეგობარს, რომელსაც საქართველოში მეოთხე სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და რომელიც თურქეთში არ დაუდასტურდა, ადამიანებმა ვინც ფული შეუგროვა სამკურნალოდ, გოგოს კარგად ყოფნა არ აპატიესო.

,,ჩემს მეგობარს სახელს და გვარს არ დავასახელებ საქართველოში დაუდგინდა მეოთხე სტადია სიმსივნე..
მე პირადად ექიმს რომ ვაჩვენე მისი დასკვნები მითხრა 3-4თვეზე მეტი ვერ იცოცხლებსო…

ხო წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავარდებოდი და არამარტო მე ყველა..

მოკლედ ავუკრიბეთ ფული ყველას ვთხოვეთ დახმარება გავუშვით ეს გოგო თურქეთში და საგანგაშო არაფერი აღმოჩნდა.

იმკურნალა ბევრიც იწვალა მაგრამ როგორც საქართველოში გადადეს გოგო სასიკვდილოდ ეგეთი არაფერი ქონია..

მაგრამ როცა ხალხმა გაიგო ეს ამბავი რა მოხდა? არ აპატიეს გადარჩენა და არ აპატიეს კარგი ამბავი..

ყველაფერი თქვეს რაც კი შეიძლებოდა ენიდან ამოსულიყო..

გოგო იმ დონეზე მიიყვანეს ისიც კი თქვა მერჩივნა მომკვდარიყავიო..

რატომ მოვყევი ახლა ეს ამბავი.. ამ დაკარგულ გოგოზე რომელიც ასე განვიცადეთ, ათას სისულელებს ამბობენ რატომ? იმიტომ რომ ცოცხალია.

იმიტომ რომ გადარჩა და ვაი და ვუის ვერ დაწერენ..

საშინელებებს წერენ და ფიქრობენ ასეთი არაფერი მინახია.. 😏

რამ გადაგრიათ ხალხნო, საიდან გაქვთ ამხელა ფანტაზიები..

სხვისი ოჯახის საქმე თქვენ უფრო კარგად როგორ იცით?

სხვისი სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა თქვენ როგორ იცით?

ამდენი მოსამართლე და გამომძიებელი ყველა როგორ ხართ???

ეს გოგო აზრზე რომ მოვა შეიძლება ამასაც ანატრებიოთ სიკვდილი..”- წერა სოფია რაჭველი.

Share.