“გოგო რომელიც მამამ და მეზობელმა გააუპატიურა წერილი დატოვა და თავის მოკვლა სცადა..” – ნახეთ არ დაიჯერებთ რა ეწერა წერილში?

0

მამა, რომელსაც მე-8 კლასელი შვილის გაუპატიურებას ედავებიან, სამართალდამცავებმა დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ოჯახის მეზობელიც, 25 წლამდე ასაკის კაცი, რომელიც ძალადობის საქმეში ფიგურირებს.
შეგახსენებთ, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა. ამბავი მას შემდეგ გამოვიდა სააშკარაოზე, რაც 13 წლის გოგონამ თვითმკვლელობა სცადა.

ძალადობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოზარდის დედამ მისი წერილი იპოვა, სადაც იგი სავარაუდო ძალადობის ფაქტზე და სუიციდის მცდელობაზე წერდა.

მოზარდს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო:ambavi.club

Share.