გორში სასტიკად მოკლული 8 წლის ნანიკოს მშობლებს ახლახანს გოგონა შეეძინათ

0

2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, გორ­ში მოკ­ლუ­ლი 8 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის მშობ­ლებს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ. ახალ­შო­ბილს ბარ­ბა­რე და­არ­ქვეს.
პა­ტა­რა გო­გო­ნა გორ­ში, “გორ­მე­დის” ქსე­ლის დე­და­თა და ბავ­შვთა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ “იავ­ნა­ნა­ში” და­ი­ბა­და. გო­გო­ნას მა­მის, მი­ხე­ილ ბე­რი­აშ­ვი­ლის თქმით, ჩვილს ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მა აქვს და ის თბი­ლის­ში, ჯო­ე­ნის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.
“ყვე­ლა გვერ­დში გვიდ­გას… სა­ჭი­რო გახ­და გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, რა­შიც დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წი­ეს პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, კერ­ძოდ – მიშა მთვა­რე­ლი­ძემ.

დე­დის და ახალ­შო­ბი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბას იჩენს შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და “გორ­მე­დის“ ქსე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, რის­თვი­საც ყვე­ლას მად­ლო­ბას ვუხ­დით” – ამ­ბო­ბენ ბე­რი­აშ­ვი­ლე­ბი.

8 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი 2018 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს, გორ­ში, მდი­ნა­რე ლი­ახ­ვის ნა­პირ­თან იპო­ვეს. გარ­დაც­ვლილს თავ­ზე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი ჰქონ­და ჩა­მოც­მუ­ლი და წა­მე­ბის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე. ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლომ 2019 წლის მა­ის­ში დამ­ნა­შა­ვედ სცნო და უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და.
წყარო: ambebi.ge

Share.