სოფო ნიჟარაძე, რომელიც “ვივა მედში” მიხელ სააკავილის მონახაულებლად შვილთან ერთად მივიდა, აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტთან არ შეუშვეს.
მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მას და მის ქალიშვილს სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრეს.
“პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ არ შეგვიშვეს, ძალიან გამიკვირდა. აქამდე გვქონდა შესაძლებლობა მასთან შესვლის და მისი მონახულების. ორი კვირის
წინანდელი ვითარებით თუ ვიმსჯელებთ, როდესაც ჩვენ მასთან ვიყავით, ის უკვე ძალიან მძიმე იყო, ძალიან მძიმე იყო მისი ნახვა ჩვენთვის. მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, კლინიკაც ყველაფერს ცდილობს, მისი მდგომარეობდა დადებითი დინამიკისკენ არ მიდის, უარყოფითია დინამიკა” – განაცხადა მომღერალმა.
მცირე კომენტარი გააკეთა პატარა ალისკამაც. მან თქვა, რომ მამის ნახვა სურდა და დედას მოუწოდა წასულიყვნენ მის სანახავად.
“მიშათან მინდა, აქ არის… წავიდეთ!” – თქვა ელის- მარიამ.
წყარო:ambavi.club