“დააბეს, სასტიკად აწამეს და შემდეგ მოკლეს,მერე..” – ნახეთ უმძიმესი ტრაგედია ახლახანს დატრიალდა

0

სასტიკი მკვლელობა კუნძულ კრეტაზე, რომელშიც ქართველი მამა-შვილი ფიგურირებს. საბერძნეთის პოლიცია 48 წლის მამას 18 წლის შვილთან ერთად ეძებს. მამამ მოზარდ შვილთან ერთად გამოძიების ინფორმაციით, 53 წლის ადგილობრივი საკუთარ სახლშივე წებოვანი ლენტით დააბა, სასტიკად აწამა, შემდეგ კი გაგუდა.
ძაღლი კუნძულ კრეტაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან მეზობლებმა შენიშნეს. ადგილობრივები ცხოველის უცნაურმა ქცევამ დააეჭვა. პატრონიც არსად ჩანდა. ამ ხნის განმავლობაში კი სახლის კარი ღია იყო. ბინაში შესულ მეზობლებს შემზარავი სურათი დახვდათ, სახლში 53 წლის მამაკაცი მოკლული ნახეს.

მოკლული საბერძნეთის მოქალაქის სახლიდან წაღებულია ფული, პირადი კომპიუტერი და ტელეფონი. ნაწამები ცხედარი კი სახლში მეზობლებმა იპოვეს. ადგილობრივები მამაკაცთან მას შემდეგ შევიდნენ, რაც ბინის ღია კართან გარდაცვლილის ძაღლის უცნაური ქცევა შენიშნეს.

პოლიციამ თავდამსხმელების ვინაობა უკვე დაადგინა. შემზარავ დანაშაულში საქართველოს ორი მოქალაქეა მხილებული. 48 წლის ქართველ მამაკაცს 18 წლის ვაჟთან ერთად განზრახ მკვლელობის, წამებისა და ძარცვის ბრალდებით გაასამართლებენ.

კუნძულზე მომხდარი შემზარავი დანაშაული ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრშია. საგამოძიებო ორგანოებზე დაყრდნობით პრესა წერს, რომ მამაკაცი თავდამსხმელებმა ჯერ წებოვანი ლენტით დააბეს, სასტიკად აწამეს და სასუნთქი გზები გადაუკეტეს. სახლიდან წაღებულია მობილური, ლეპტოპი და ფული.

ჟურნალისტებთან საუბრისას მეზობლები ყვებიან, რომ 53 წლის მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა. მკვლელობის დღეს მოპირდაპირე ბინიდან უცხო პირებიც შენიშნეს.

საზარელ მკვლელობაში ბრალდებული ქართველი მამა-შვილის მიმართ უკვე გამოცემულია დაპატიმრების ორდერი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ საბერძნეთის ციხეში მრავალწლიანი პატიმრობა ელით.
წყარო:ambavi.club

Share.