დააკავეს 49 წლის მამაკაცი, რომელმაც 19 წლის უკრაინელი ლტოლვილი გოგონა გააუპატიურა

0

პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ბანაკში მცხოვრები 19 წლის უკრაინელი ლტოლვილის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი, მას შემდეგ, რაც ომს და ნგრევას გამოქცეულ გოგონას “დიდსულოვნად” შესთავაზა თავშესაფარი.ამის შესახებ იუწყება პოლონური ტელარხი TVS.
ხუთშაბათს პოლიციამ ქალაქ ვროცლავში(პოლონეთი) დააკავა 49 წლის მამაკაცი, რომელიც გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი .როგორც გამოძიებამ დაადგინა მან 19 წლის გოგონას დახმარება შესთავაზა ინტერნეტის მეშვეობით, გაიტყუა ბანაკიდან და გააუპატიურა.

ეჭვმიტანილს ბრალის დადასტურების შემთხვევაში „ძალადობრივი დანაშაულისთვის“ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადეს სამართალდამცავებმა.
„ის გოგონას ონლაინ პორტალის საშუალებით დაუკავშირდა და დახმარება შესთავაზა“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
pols
”ის(გოგონა) გამოიქცა ომის შედეგად განადგურებული უკრაინიდან, ვერ ლაპარაკობდა პოლონურად და ენდო მამაკაცს, რომელიც დახმარებას და თავშესაფარს შეჰპირდა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ყალბი მანიპულაცია აღმოჩნდა“.

ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეშფოთება იმის გამო, რომ გაიზრდება დაუცველი ლტოლვილების მიმართ ტრეფიკიმგი ან სხვა სახის ექსპლუატაცია მათ მიმართ, ამიტომ აუცილებელია ამ მხრივ ზომების მიღება.

წყარო

Share.