ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის ლაშა ხალვაში გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გარდაიცვალა.მათივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ დოლოგანში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობს შეჯახა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.
კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში მოხდა. დაშავებული ორი ადამიანი კლინიკა “მედცენტრშია” გადაყვანილი.