„სირცხვილია”-ს ოფისში მომხდარ, ტელეკომპანია “ტვ პირველი”-ს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა – დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ერთ-ერთი ცნობილი აქტივისტი დავით კუტალაძეა.
წყარო:geotime.club