ტრაგედია თერჯოლაში – გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ბებია ტრაგედიის დეტალებზე „მთავარი არხის“ ეთერში საუბრობს. ბებიამ აღნიშნა, რომ მამაკაცი მეუღლეზეც ძალადობდა და მას სასტიკად უსწორდებოდა.
“ტრაგედია დატრიალდა და მანამ , სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, წავიდა. თავისი შვილი თავის გოგოსთან იყო. წავიდა იქ და მტირალი ბავშვი სახლში წამოიყვანა. ბავშვმა თავის დას უთხრა არ გამიშვაო. დაი, სანამ მამა მოვა ჩამაწერინე პატრულის ნომერიო. ბავშვმა ვეღარ მოასწრო ნომრის ჩაწერა, მამამისი მოვიდა. ამის შემდეგ დედამისს დაურეკა დედა მიშველე მამა დანით დამდევსო. ბიძამისთან იყო… კარს წიხლები ურტყა და გავატანეო.
ხომ იცოდა ბიძამისმა რომ მოკლავდა. თავის ცოლს დაურეკა და უთხრა ფულს გამომიგზავნიო? არა, ფულს არ გაღირსებო. თავის ცოლს უთხრა თუ არ გამომიგზავნი ამ ბავშის ხმას ვერ გაიგებო…დედამისსაც ერჩოდა, შვილებსაც ერჩოდა. ერთხელ თოფით კლავდა და ღამეს ათენებინებდა გარეთ. ჩემი შვილი გალახა სცემა და საბერძნეთში გააგდო. ბევრჯერ ვუჩივლე. ამის შესახებ ყველამ იცოდა..ყველას მობეზრდა. ამბობდნენ, რომ მაგათი გაშველება მოგვბეზრდაო…” – ამბობს ბავშვის ბებია.
წყარო: ambavi.cc