“დაღუპულია 4,მამა-შვილი და სკოლის მოსწავლე,1 გადაარჩინეს..” – ნახეთ ახალი დეტალები

0

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზედა სა­ზა­ნო­ში. მდი­ნა­რე ძუ­სა­ში ოთხი ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩო. მაშ­ვე­ლებ­მა მე­ო­თხე გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი მდი­ნა­რი­დან ცოტა ხნის წინ ამო­იყ­ვა­ნეს. ად­გილ­ზე სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.
ძებ­ნა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ერთი ადა­მი­ა­ნი მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და, ოთხი კი მის და­სახ­მა­რებ­ლად შე­ვი­და. მათ­გან მაშ­ვე­ლებ­მა მხო­ლოდ ერ­თის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს, ის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

და­ღუ­პუ­ლებს შო­რის არი­ან სა­ზა­ნო­ში მცხოვ­რე­ბი მამა, მისი ქა­ლიშ­ვი­ლი და გო­გო­ნას მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ფელ­ში სტუმ­რად ჭი­ა­თუ­რი­დან იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი. ბავშვები ჭიათურის პირველი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან.

“მდი­ნა­რე ძუ­სას ე.წ. ჩანჩქე­რი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლია ჩვენს სო­ფელ­ში. იქ მამა, ქა­ლიშ­ვილ­თან და მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად იყო მდი­ნა­რე­ზე. რო­გორც ვიცი, ფო­ტო­ებს იღებ­დნენ და ერთ-ერთ გო­გო­ნას ფეხი და­უ­ცურ­და და მდი­ნა­რე­ში ჩა­ვარ­და. ამის შემ­დეგ ეს კა­ციც გა­დამხტა­რა მის საშ­ვე­ლად, შემ­დეგ კი და­ნარ­ჩე­ნი ნა­პირ­ზე მყო­ფე­ბიც მიჰ­ყო­ლი­ან მას. მაშ­ვე­ლებ­მა მხო­ლოდ ერ­თის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. მცო­ცა­ვი რე­ლი­ე­ფია და ალ­ბათ ფეხი ამი­ტომ და­უ­ცურ­დათ”, – ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.
წყარო:geonewest.com

Share.