“დედას გადაეფარა შვილი,შემდეგ შოკში ჩავარდა და გული წაუვიდა..” – ნახეთ ახალი დეტალები ქალზე, რომელიც ყოფილმა ქმარმა გაჩერებაზე დაჭრა

0

ავტობუსის გაჩერებაზე, ყო­ფი­ლი ქმრის მიერ დაჭ­რი­ლი ქა­ლის, თა­მარ ჭე­იშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ელი­სო რუ­ხა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ახალი დეტალები გაასაჯაროვა.
“თა­მარ ჭე­იშ­ვი­ლი რჩე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. მისი გა­მო­კი­თხვა ამ დრომ­დე ვერ მო­ხერ­ხდა. ჩვენს მიერ სა­სა­მარ­თლოს­თვის იქნა მი­მარ­თუ­ლი, რათა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა, ვი­ნა­ი­დან ამ საქ­მე­ში იკ­ვე­თე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა მა­შინ, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლომ წინა მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ზე შე­უ­ფარ­და 3000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო, რაც არ იქნა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ამ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის და ასე­ვე, არ იქნა ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი, რო­მე­ლიც უპი­რო­ბოდ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ბრალ­დე­ბუ­ლის შე­კა­ვე­ბას.

თა­მა­რი სამ­წუ­ხა­როდ, დიდი ხნის მან­ძილ­ზე იყო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. ისი­ნი იყ­ვნენ გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მან მი­მარ­თა არა ერთ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ, ეს საქ­მე არის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ თა­მა­რი არის შშმ პირი და ბავ­შვს აქვს გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით მო­წყვლა­დია რო­გორც თა­მა­რი, ასე­ვე ბავ­შვი. ჩვენ ვა­პი­რებთ მივ­მარ­თოთ პრო­კუ­რა­ტუ­რას, რომ ბავ­შვი ცნო­ბი­ლი იქ­ნეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად, ვი­ნა­ი­დან ბავ­შვის ჩვე­ნე­ბა არის უმ­ძი­მე­სი. ის დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს, რო­გორ და­ჩე­ხა მა­მამ დედა და მისი ფსი­ქო-ტრავ­მუ­ლი ნიშ­ნე­ბი ძა­ლი­ან მკაც­რად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი და ის არის მძი­მედ. ბავ­შვი არის 11 წლის. რო­დე­საც მოხ­და ფაქ­ტი, ბავ­შვი და დედა იყ­ვნენ ერ­თად და მი­დი­ოდ­ნენ სკო­ლა­ში, რა დრო­საც ბავ­შვმა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე უყუ­რა ამ მძი­მე ფაქტს. ის გა­და­ე­ფა­რა დე­დას, რა დრო­საც მას და­ე­მარ­თა შოკი და წა­უ­ვი­და გული.

საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბით ირ­კვე­ვა შემ­დე­გი, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არი­ან მე­ზობ­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ბრალ­დე­ბულს არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და არც თვალ­თვა­ლი და არც გა­კონ­ტრო­ლე­ბა, ძი­რი­თა­დად ბრალ­დე­ბუ­ლის ქმე­დე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო გენ­დერუ­ლი რო­ლე­ბით და წყე­ნით, რო­მე­ლიც მას წარ­სულ­ში ჰქონ­და. ის აღი­ა­რებს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს ადას­ტუ­რებს, რომ მან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, გან­ზრახ, ბავ­შვის თვალ­წინ უნ­დო­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მოკ­ვლა“, – გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.
წყარო:daqali.club

Share.