“დედაჩემის კივილი გავიგე, საწოლზე მიმაბა სად არის ფულიო” – ნახეთ რას ამბობს არასრულწლოვანი, რომელიც მშობლების მკვლელობას შეესწრო

0

გოგონა, რომელსაც მშობლები მოუკლეს, “ტვ პირველთან” მკვლელობის დეტალებს ყვება. 16 წლის გოგონა იხსენებს, რომ მწყემსმა ფერმაში დასაქმებულებს თანხა მოსთხოვა უარის შემდეგ კი მოკლა. გოგონას თქმით, მკვლელმა ჯერ მისი მშობლები დახოცა, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადა და ფულის მოძებნას აიძულებდა.
“გაისმა თოფის ხმა, გავიგე დედაჩემის ხმა გამოვედი შეშინებული და მკვლელს შევეჩეხე ეგრევე.

დედა არ იყო ჯერ მკვდარი, ვერც დედას ვხედავდი და ვერც მამას. ყელში წამიჭირა და რომ არ მივყვებოდი მიწაზე მათრია. დანა ედო უკან, ერთი დანა ამოვაცალე, მარანში შემიყვანა და თოკი დამაბა ხელებზე და მერე მაღლა ამიყვანა, საწოლზე მიმაბა ხელებიც დამიბა და ფეხებიც და მეუბნებოდა ფული სად არისო, რომ ვუთხრაი არ ვიცითქო არ მიჯერებდა”, – ამბობს 16 წლის გოგონა.

ტვ პირველი

Share.