გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომ 159-ე სკოლასთან ,,ბოლო ზარის“ აღნიშვნის დროს ავტომობილი ქვეითს დეჯახა. როგორც 159-ე სკოლის დირექტორი ამბობს, სკოლასთან “ბოლო ზარის” ღონისძიებიდან გასულ მშობელს სრულიად უცხო პირი შეეჯახა.
დაშავებული ქალის შვილი, საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს:
159 სკოლასთან დედაჩემს დაეჯახნენ. ახლა მორჩა ოპერაცია. კერავენ, ყველა მყესი გაწყვეტილი ქონდა, ისეთ მდგომარეობაში ქონდა ფეხი მართლა არმეგონა თუ გადაურჩენდნენ.
საჭესთან იჯდა 21 წლის ბიჭი და “უბრლოდ მობუქსავებას ცდილობდა” და დამთავრდა ამ შედეგით. ცოტა აზრზე მოდით, ხალხნო! დედაჩემს 5 შვილი ჰყავს, გვღუპავდა ყველს. მერე სად მიდიოდა იმდენი პატარა ბავშვი იყო იქ, ჩემი მანქანა რომ არ მდგაროყო 10 ადამიანს დაიხვევდა კიდევ.
სასწრაფოდ გვჭირდება სისხლი დიდი რაოდენობით. მე-4 დადებითი აქვს დედას, მაგრამ გადავცვლითო, ვისაც შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ და გაავრცელოთ. “მედისონში” სისხლის ბანკში ბარდება ალეკო გობრონიძის 27-ში, თეა გიორგაძის სახელზე”. – წერს დაშავებულის შვილი”.