”დედა ბავშვობაში, მამა კი შარშან გარდაეცვალა. ვერ წარმოიდგენთ რის გამო მოკლეს!” – ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სულ ცოტახნის წინ ცემით მოკლეს

0

ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში ნაცემი მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევა 9 სექტემბერს მოხდა.
”დედა ბავშვობაში, მამა კი შარშან გარდაეცვალა. ობლობაში გაზრდილი პატიოსანი ბიჭი იყო” – ამბობს მეზობელი.
ასევე მეზობლისგან ირკვევა რომ ერთ-ერთი დაკავებულის მამამ ამ ბიჭს ჩამბარებელ პუნქტში უხარისხო თხილი მიუტანა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი.

გამოძიების ინფორმაციით, 1982 წელს დაბადებულ ირაკლი ჭკადუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მიღებული დაზიანებებით შედეგად დაშავებული 11 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Share.