“დედა მის 3 წლის შვილს ცემით მიათრევდა, ეს ბავშვი ჩემსკენ გამოიქცა ჩამეხუტა და მიშველეო..” – ნახეთ ამ დროს დედამისი მოვიდა ბავშვი გამომტაცა და

0

„დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის“ დამფუძნებელი – ოთარ ფანცულაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თავს გადამხდარი ისტორიის შესახებ წერს.
„ვხედავ, დედა ქუჩაში 3 წლის ბავშვს ცემა-ტყეპით მოათრევს, კვერს უკრავს ხნიერი მამაკაცი – იმსახურებს, სათამაშო გატეხაო, ჩვენ მილიონერები კი არ ვართო…
უცებ მოწყდა ბავშვი დედას, გამოიქცა და ჩამეხუტა… მიშველეო..

ერთხანს შუაში ჩავუდექი, მერე ეცა დედამისი, გამომტაცა და უფრო მეტი ცემით გაიგდო წინ – როგორ თუ გამექეცი და უცხო კაცს მივარდიო…“ – წერს ფანცულაია.
მის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მოქალაქეებმა თავიანთი აზრი კომენტარებში დააფიქსირეს.
აგრეთვე, კომენტარების ველში ფანცულაიამ აღნიშნა:„უფრო აქტიურად რომ დამეცვა, ის გიჟი ბავშვს საშინელ დღეში ჩააგდებდა სახლში“.
წყარო:statiebi.club

Share.