“დედა, რომელსაც თავისი წილი ჰაერიც არ აქვს ფილტვებში, რეკავს და შვილის ამბავს კითხულობს..– ნახეთ სულისშემძვრელი წერილი დაღუპულ ფეხბურთელზე

0

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქეთა ბაღაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
როგორც პოსტიდან ვიგებთ, ქეთას დედა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს, სადაც 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი კორონავირუსით გარდაიცვალა.
„დედაჩემი ექიმია, რესპუბლიკურში ყოველ დღე 20 კოვიდ პაციენტის სიცოცხლეს დარაჯობს.
ბოლო ერთი თვეა ყოველ საღამოს ფეხზე ძლივს მდგომი ჰყვება ჩემი ძმისხელა, 20 წლის ფეხბურთელი ბიჭის შესახებ, რომლის ანკეტის კითხვითაც იწყება დედაჩემის დილა საავადმყოფოს კედლებში, რომელიც სპორტული სიჯიუტით ებრძვის სიკვდილს, მაგრამ რეანიმაციაში სხვა პაციენტებს ადგილს მაინც არ უთმობს, არ აძლევს ეს საშინელი დაავადება სუნთქვის უფლებას.

მეორე განყოფილებიდან მომაკვდავი დედა, რომელსაც თავისი წილი ჰაერიც არ აქვს ფილტვებში, რეკავს და შვილის ამბავს კითხულობს, ალბათ ბოლო ამოსუნთქვას გადაულოცავდა ნებისმიერ წამს, რომ შეეძლოს.

მეძახის წეღან დედა და ცრემლები ასკდება თვალებში.

ვერ გამოსტაცეს ეს ბიჭი სიკვდილს, ვერ უწილადა დედამ დარჩენილი ჰაერი, დილით დედაჩემი მის ანკეტას აღარ გაეცნობა.

წავიდა… კიდევ ერთი ადამიანი გადაიქცა ციფრად“,- წერს ქეთა ბაღაშვილი.
წყარო:daqali.club

Share.