“დროზე არ მივხედე პრობლემას ფეხი ვითრიე და..” – რა შეემთხვა ლელა წურწუმიას? ეს არავინ იცოდა

0

ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი ლელა წურწუმია პირად ცხოვრებაზე საკუთარ გადაცემაში ალაპარაკდა და ბევრისთვის უცნობი ამბავი მოყვა.
ლელა წურწუმია: – სამი წლის წინ, ბათუმში, ჩემი ერთ-ერთი სოლო კონცერტის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ხმა არ მაქვს. ვიფიქრე, რომ ნესტის ან სამსაათიანი კონცერტის შემდეგ გადავიტვირთე-მეთქი. ამას მოჰყვა მეორე კონცერტი, მეორე დილით ისევ არ მქონდა ხმა. ასე გაგრძელდა და უკვე ვხვდები, რომ პრობლემა მაქვს.

იოგების სპეციალისტის, ექიმი-ფონიატრის, ირინა ქაცარავს ნომერი მომცა ლიზა ბაგრატიონმა. ფეხი ვითრიე, დროზე არ მივხედე პრობლემას. პარალელურად ვცხოვრობ ისე, როგორც აქამდე, კონცერტებით და რეპეტიციებით. ამასობაში “მამულიჩამ” ოქტომბერში დანიშნა მაისის სოლო კონცერტი ფილარმონიაში.ერთ დღეს ვხსნი “ინსტაგრამს” და ვიღაც მწერს, ვერ ხვდები, რომ უკვე კაცის ხმით მღერიო? არიან “კეთილის მსურველი” ადამიანები, რომლებიც სულ გექირქილებიან, შენზე ამბობენ – ვეღარ მღერისო, ნოტებს ვეღარ იღებსო, ტონალობები ქვევით ჩამოიტანაო. რეპეტიციებზე ტონალობები მართლა დავწიე დაბლა.

Share.