“დღეს რასაც მე შევესწარი და ვუყურე, რავიცი საერდოთ კიდევ კარგად ვართ…” – რა შეემთხვა მაკა რაზმაძეს?

0

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში დღეს, მარჟანიშვილზე თავს გადამხდარ სამწუხარო-სახალისო მომხდარ ამბავს იხსენებს. მისი თქმით დღეს მარჯანიშვილზე იმხელა ნიაღვარი იყო ქვეითები გზაზე ვერ გადადიოდნენ, მძღოლები კი იმდენად თავხედად იქცეოდნენ, რომ სვლას არც ანელებდნენ, პირიქით უფროდაუფრო წუწავდნენ ქვეითებს.
“მარჯანიშვილზე იყო დღეს ნიაღვარი და გარეთ ვიყავი ამ დროს ფეხით. რასაც მე ვუყურე და შევესწარი, რა ვიცი საერთოდ კიდევ კარგად ვართ სადაც ვართ. ქუჩა იყო მთლიანად დატბორილი მუხლამდე და ქვეითები ვცდილობდით მეორე მხარეს გადასვლას. ხელებს ვუქნევდით მანქანებს, ვთხოვდით გატარებას.

და აბა თუ გამოიცნობთ რამდენმა მანქანამ შეაჩერა სვლა და გაგვატარა იმ თავსხმა წვიმაში? -არც ერთმა! უფრო მეტიც, სვლა შეანელეს კი არა, მთელი ძალით მიშხუილებდნენ და გვასხამდნენ იმ წვიმის წყალს მქროლავი საბურავებიდან… კიდევ კარგი, რომ ქვეითები უფრო ხალისიანები აღმოვჩნდით და გაზაფხულის წვიმა თავისი ტბორებით და დებილი მძღოლებით სიცილით მივიღეთ.

პირადად მე ბოლოს ავდექი და პირდაპირ ამ მუხლამდე წყალში ჩავხტი და გავტყაპუნდი სახლისკენ -არც ქოლგა, არც ბოტები,არც ნავი… ახლა კი ვარ კარგ ხასიათზე და ენერგიაც მომცა წვიმის წყალმა, თითქოს ჩარეცხა ყველა წყენა და სიმძიმე, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ, ასეთო მძღოლებო, წვიმაში მდგარ ქვეითს რომ წვიმის წყალს შეასხამთ ხოლმე საბურავებიდან…
და მერე კიდევ სხვას წაუკითხავთ ნოტაციებს როგორი უნდა იყოს ადამიანი და რა მიმართულებით იაროს ქვეყანამ…” – წერს მაკა.

jdak

Share.