სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში მომხმარებლის ჩანაწერი ქვეყნდება, რომელიც თურქეთში მცხოვრებ ემიგრანტსა და მის აღსაზრდელ, თურქ პატარა ბიჭზეა დაწერილი.
ქართველი ძიძის თქმით, მისი აღსაზრდელი ბიჭი უკიდურესად ცუდად გახდა და წამლები ვერაფერს შველოდა, დახმარება ღვთისმშობელს სთხოვა.
მოხდა სასწაული და პატარა გამოჯანმრთელდა. ბავშვმა ძიძის უკან მდგომი „ვიღაც ქალი“ დაინახა.
„ბოლო 4 წელია, ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ოჯახში ვმუშაობ სტამბოლში. ორი ვაჟი ჰყავთ: დორუქი და სარფი.
მუშაობა რომ დავიწყე სარფი წლისაც არ იყო. დედის პოზიცია დავიკავე იმ გამონაკლისად, რომ ბიოლოგიური დედა არ ვიყავი.
მოკლედ, გავზარდე მკერდში ჩახუტებული იმ სიყვარულით, რაც საკუთარ შვილებს დავაკელი. ლოცულობდა ჩემთან ერთად, პირჯვარს იწერდა, ჯვარს კოცნიდა, მღეროდა ქართულად.
ახლა, 5 წლისაა.
საუბედუროდ, ბავშვს ქრონიკული ასთმა და მძაფრი ალერგიული შეტევები აქვს. ბევრჯერ გადავარჩინე ნაკურთხი წყლით.
დედაც და მამაც თანამედროვე თურქული ელიტარული საზოგადოების წევრები არიან. მათთვის უცხოა რწმენა და ლოცვა. ცივი გონებით ცხოვრობენ.
საუბედუროდ,კორონავირუსის პანდემია თავს რომ დაგვატყდა, ოჯახი შიშმა მოიცვა. ყველანი სამსახურიდან დაითხოვეს და სახლში აღმოჩნდნენ.
იყო პანიკური შიში, ყვირილი, არ მომეკაროთო… ყველა დაიძაბა. ასე სამი კვირა გაგრძელდა და უცებ ჩემი „ბიჭი” ცუდად გახდა. საშინელი მახრჩობელა ხველა, პირღებინება და 40 გრადუსი ტემპერატურა ჰქონდა.
მძიმე მდგომარეობის გამო, სასწრაფოც არ მოდიოდა. გააშიშვლეს ბავშვი და თავის ოთახში ისე გამოკეტეს.
ექიმის რჩევით, მედიკამენტები მისცეს. მკაცრად გამაფრთხილეს, ბავშვთან არ შეხვიდეო. მხოლოდ დედას შეჰქონდა საჭმელი და წამალი.
ბავშვი ორი დღე იბრძოდა, მესამე დღეს გონებას კარგავდა. გული დამეწვა, ტვინი ამიდუღდა დედის სიცივეზე. მეძახდა და არ მიშვებდნენ, ვკარგავდი ჩემ გაზრდილ ბიჭს.
ვილოცე და შევაღე კარი. მივედი ბავშვთან, ავიყვანე, გულში ჩავიკარი და დედა მარიამს შევღაღადე: „დედა მარიამ, შენც ხომ დედა ხარ, მის დედას თუ არა, მე გადამირჩინე ჩემი ბიჭი მეთქი”.
ვასხურე ნაკურთხი წყალი და დავალევინე. 10 წუთიც არ გასულა და ბავშვი განელდა, წამოდგა და გულზე რომ ჯვარს ვატარებ, იმას აკოცა.
მერე მე ჩამეხუტა და მეუბნება: „შენს უკან რომ ქალი იყო, რა კარგი სუნი მოიტანა, ნახე, აღარ მახველებსო“… შევკრთი, ვინ ქალი ვერ მივხვდი.
თვალებს არ უჯერებდა საკუთარი დედა და მამა, მაგრამ წამლებმა იმოქმედაო, მაინც ასე თქვეს. სიყვარულს ყველაფერი შეუძლია. სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე.“ – წერს გიორგი ხვედელიძე.