“ოჯახი ჰყავდა რომ გავიცანი..” – ნახეთ რა აღიარა ლელა წურწუმიამ მამულიჩასთან დაკავშირებით

0

მომღერალი ლელა წურწუმია გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმრად იმყოფებოდა. ლელამ მეუღლეზე, პროდიუსერ კახა მამულაშვილზე (მამულიჩა) ისაუბრა და გაიხსენა, როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია.„რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ გათხოვება ხელს არ შემიშლიდა საქმიანობაში. გადავდგი ნაბიჯი და გავთხოვდი. ჩემი პროფესია ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიმართლა. საოცარი გამართლება ჰქვია,

რომ მამულიჩა შემხვდა ცხოვრებაში. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დღეს მე ამ მოცემულობით ვყოფილიყავი ჩემს ქვეყანაში..
რომ გავიცანი, მაშინ მამულიჩას ოჯახი ჰყავდა. მახსოვს ივნისის თვეში მითხრა, შენი კონცერტი უნდა გავაკეთოთ და მე ვიქნები პროდიუსერიო. ეს იყო 2 000 წელი. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა“. – იხსენებს ლელა.

Share.