“სასუფეველი ახლოა,იფხიზლეთ,თქვენი თაობა მეორედ მოსვლას მოესწრებაო..” – ნახეთ მამა გაბრიელის ცხოვრების უცნობი ეპიზოდები: რას ჰყვება მისი მეზობელი?

0

“ფსი­ქო­პა­თი­უ­რი პი­როვ­ნე­ბა, მიდ­რე­კი­ლი ში­ზოფ­რე­ნი­ის მაგ­ვა­რი ფსი­ქო­ზუ­რი ჩა­ვარ­დნე­ბით… თა­ვის­თვის ბუტ­ბუ­ტებს და­ბა­ლი ხმით, სწამს არ­სე­ბო­ბა ზე­ცი­უ­რი არ­სი­სა, ღმერ­თი­სა, ან­გე­ლო­ზე­ბი­სა. სა­უბ­რი­სას ძი­რი­თა­დი ღერ­ძი ყო­ველ­თვის იქით­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, რომ ღმერ­თის წყა­ლო­ბი­თაა ყვე­ლა­ფე­რი. გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გან­მარ­ტო­ვე­ბუ­ლია, თუკი ვინ­მე გა­მო­ე­ლა­პა­რა­კე­ბა, უსა­თუ­ოდ უხ­სე­ნებს ღმერ­თს, ან­გე­ლო­ზებს, ხა­ტებს“, – ეს დი­აგ­ნო­ზი ბე­რის ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რი­ი­დან, რო­მე­ლიც გა­ცე­მუ­ლია 1966 წლის 19 იან­ვარს. სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია, რომ ათე­ის­ტუ­რი მთავ­რო­ბის დროს, ღვთის­მსხუ­რი ავად­მყო­ფად შე­ე­რა­ცხათ. თუმ­ცა ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლი­აო, სწო­რედ ამ შემ­თხვე­ვა­ზე იტყვი­ან. ამ დას­კვნამ, ბერი დახ­ვრე­ტი­სა­გან იხ­სნა, რო­მე­ლიც 24 სა­ათ­ში უნდა და­ე­სა­ჯათ, ლე­ნი­ნის სუ­რა­თის დაწ­ვის გამო.

ბავ­შვო­ბა­ში მას გო­დერ­ძი ერ­ქვა და გვა­რად ურ­გე­ბა­ძე იყო. თა­ნა­ტო­ლებ­თან თა­მა­შის ნაც­ვლად, ქვე­ბი­სა­გან პა­ტა­რა ეკ­ლე­სი­ებს აშე­ნებ­და და შიგ­ნით ასან­თის ღე­რებს ან­თებ­და. ამ­ბო­ბენ, სკო­ლა­ში სწავ­ლით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ოთხშა­ბათს და პა­რას­კევს კი მუ­ცელს იტ­კი­ვებ­და, რათა მარ­ხვა შე­ე­ნა­ხაო. ქრის­ტეს სა­ხე­ლი პირ­ვე­ლად შვი­დი წლის ასაკ­ში გა­უ­გია. შემ­თხვე­ვით მე­ზობ­ლის კა­მათს შეს­წრე­ბია. თურ­მე ერთს მე­ო­რეს­თვის უთ­ქვამს:

– ქრის­ტე­სა­ვით ჯვარს მაც­ვიო. პა­ტა­რა გო­დერ­ძის უკი­თხავს, – ქრის­ტე ვინ იყოო? – ეგ თუ გა­ინ­ტე­რე­სებს, ეკ­ლე­სი­ა­ში წადი და იქ გა­ი­გე­ბო…

მერე ყვე­ლა­სა­გან მა­ლუ­ლად, 70 მა­ნე­თი შე­უგ­რო­ვე­ბია და “ქრის­ტეს ის­ტო­რი­ის“ შე­სა­ძე­ნად ნავ­თლუ­ღის ბაზ­რო­ბა­ზე წა­სუ­ლა. ბევ­რი უვ­ლია, მაგ­რამ წიგ­ნი ვერ­სად უპო­ვია. გულ­და­წყვე­ტილს შინ დაბ­რუ­ნე­ბა გა­ნუზ­რა­ხავს, რომ გზა­ზე თეთ­რწვე­რა მო­ხუ­ცი გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბია და მის­გან სა­ნატ­რე­ლი წიგ­ნიც შე­უ­ძე­ნია. ბაზ­რო­ბას რომ გა­მოს­ცდე­ნია, წიგ­ნის­თვის და­უ­ხე­დავს და მას­ზე “სა­ხა­რე­ბა“ ამო­უ­კი­თხავს. უფიქ­რია, ეს ის წიგ­ნი არ არი­სო, მაგ­რამ უკან დაბ­რუ­ნე­ბულს იქ, სა­დაც თეთ­რწვე­რა მო­ხუ­ცი ეგუ­ლე­ბო­და, ყვე­ლა ვა­ჭა­რი ერ­თსა და იმა­ვეს უმე­ო­რებ­და, რომ აქ დღეს მო­ხუ­ცი კაცი სა­ერ­თოდ არ მდგა­რაო. ეს ალ­ბათ მის ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი პირ­ვე­ლი სას­წა­უ­ლი იყო…

წლე­ბის შემ­დეგ კი სა­კუ­თარ ეზო­ში ნამ­დვი­ლი ეკ­ლე­სია აა­შე­ნა. გა­ნი­ცა­და დევ­ნა, შე­ვიწ­რო­ე­ბა, მაგ­რამ ქრის­ტეს გზი­დან არა­სო­დეს გა­და­უხ­ვე­ვია. ის პირ­ვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი იყო ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, რო­მე­ლიც ბე­რად აღიკ­ვე­ცა, სა­ეკ­ლე­სიო სა­ხე­ლით – ბერი გაბ­რი­ე­ლი. სას­წა­უ­ლი მის ცხოვ­რე­ბა­შიც მრავ­ლად იყო და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც. მას­ზე ბევ­რს და სა­ოც­რე­ბებს ჰყვე­ბი­ან. ბევ­რი მის ახ­ლობ­ლო­ბას იჩე­მებს, ძა­ლი­ან ბევ­რს კი სურს, რომ მისი სას­წა­უ­ლის მხილ­ვე­ლი და თა­ნა­ზი­ა­რი იყოს. თა­ვად კი უბ­რა­ლოდ ცხოვ­რობ­და, ყო­ველ­გვა­რი ან­გა­რე­ბის გა­რე­შე, თა­ვი­სი სუ­ლის ნა­წილ­სა და სით­ბოს ბავ­შვი­ვით უშურ­ვე­ლად არი­გებ­და. როცა ზე­ცი­ურ სა­ქარ­თვე­ლოს შე­უ­ერ­თდა, წმინ­და­ნად შე­რა­ცხეს და მის მიერ ჩა­დე­ნილ სას­წა­უ­ლებ­ზე ალა­პა­რაკ­დნენ.

ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სრულ­ყო­ფი­ლად სა­უ­ბა­რი ერთ სტა­ტი­ა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია. მაგ­რამ ჩვენ შევ­ხვდით ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მამა გაბ­რი­ელ­თან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ურ­თი­ერ­თობ­და. წმინ­და­ნის შე­სა­ხებ მისი მე­ზო­ბე­ლი, მსა­ხი­ო­ბი და­ვით მა­მა­ცაშ­ვი­ლი მოგ­ვი­თხრობს.
ბა­ტო­ნო და­ვით, რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, მამა გაბ­რი­ე­ლი თქვე­ნი მე­ზო­ბე­ლი იყო?

– დიახ. ყვე­ლა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და სულ გვლო­ცავ­და. მახ­სოვს, რო­გორ შე­მო­დი­ო­და ჩვენს ეზო­ში, ჩემი მამა და ბი­ძე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და. ასე­თი თბი­ლი ადა­მი­ა­ნი ჯერ არ­სად შემ­ხვედ­რია. მისი გუ­ლი­დან, სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლი მო­დი­ო­და. მახ­სოვს, ლე­ნი­ნის სუ­რა­თი, რომ დაწ­ვა, სულ იმას ამ­ბობ­და, ხომ მო­ვუ­ღე ეშ­მაკს ბო­ლოო. ჩვენს თავ­ზე ცხოვ­რობ­და მისი ნა­თე­სა­ვი და იქი­დან რომ გა­მო­დი­ო­და, მა­შინ­ვე ჩე­მებ­თან შე­მო­ივ­ლი­და. ჩვენ მა­მა­ცაშ­ვი­ლე­ბი ვართ და სიყ­ვა­რუ­ლით “მა­მაც“ ხალ­ხს გვე­ძახ­და.

– მკაც­რი იყო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

-კი, თან ძა­ლი­ან. მი­თუ­მე­ტეს როცა საქ­მე რწმე­ნას შე­ე­ხე­ბო­და. მას­ზე ნა­წყე­ნი მე­ზობ­ლე­ბიც კი შემ­ხვედ­რია, – ეს რა­ნა­ი­რი მა­მა­ო­აო. მაგ­რამ იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ო­რე დღეს ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლე­ბი და­მი­ნა­ხავს მას­თან, რად­გან მიხ­ვდნენ, რა­ტომ უბ­რაზ­დე­ბო­და მო­ძღვა­რი. ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და მისი (იცი­ნის), იმი­ტომ, რომ იძახ­დნენ, ლო­თი­აო და ერთხე­ლაც ვხე­დავ მო­დის ჩვენ­სკენ, გი­ჟი­ვით გა­ვი­ქე­ცი და სახ­ლში შე­ვარ­დი, შევ­ძვე­რი სა­წო­ლის ქვეშ და ცოტა ხან­ში მეს­მის ხმა: – გა­მო­დი, გა­მო­დი, ჩემი ნუ გე­ში­ნია.. თავი რომ გავ­ყე­ვი გა­რეთ, ისე თბი­ლად მი­ყუ­რებ­და და მი­ღი­მო­და, იმ წამ­სვე გა­მოვ­ძვე­რი და ძა­ლი­ან მაგ­რად ჩა­ვე­ხუ­ტე გულ­ში. მისი გუ­ლის სით­ბო, დღემ­დე მომ­ყვე­ბა…

– თუ არ ვცდე­ბი, მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთი უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი ბავ­შვო­ბა­ში გა­დაგხდათ თავს…

– ბავ­შვო­ბა­ში ფეხ­ბურთზე დავ­დი­ო­დი. მა­შინ ბუ­ცე­ბი იყი­დე­ბო­და, რო­მელ­საც ბრა­იტ­ნე­რე­ბი ერ­ქვა და საკ­მა­ოდ ძვი­რიც ღირ­და. ჩვენ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი გვქონ­და, ამი­ტომ იმ ბუ­ცებ­ზე არც ოჯახ­ში და არც მე­გობ­რებ­ში არა­ფე­რი მით­ქვამს. სურ­ვილს გულ­ში ვიკ­ლავ­დი. ერთ დღე­საც, სახ­ლი­დან გა­მოვ­დი­ვარ და ბერი გაბ­რი­ე­ლი მხვდე­ბა. მომე­სალ­მა, გულ­ში ჩა­მიკ­რა და მთხო­ვა, ერთ ად­გი­ლას წა­მომ­ყე­ვიო. მი­მიყ­ვა­ნა სპორ­ტულ მა­ღა­ზი­ა­ში და მი­ყი­და ზუს­ტად ის ბუ­ცე­ბი, რო­მე­ლიც ასე ძა­ლი­ან მინ­დო­და. მე მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე და მა­შინ ვერ მივ­ხვდი, რომ ეს სას­წა­უ­ლი იყო. აბა, სა­ი­დან გა­ი­გო, მე რა მინ­დო­და, მით უმე­ტეს, რომ არა­ვი­სათ­ვის მით­ქვამს და როცა სახ­ლში ვბრუნ­დე­ბო­დით, მან ქუ­ჩა­ში გა­მა­ჩე­რა და მი­თხრა: “იფხიზ­ლეთ, ახ­ლოა სა­სუ­ფე­ვე­ლი, თქვენ ის თა­ო­ბა ხართ, რო­მე­ლიც მე­ო­რედ მოს­ვლას მო­ეს­წრე­ბაო“! მისი ეს ხმა თით­ქოს ახ­ლაც ჩა­მეს­მის…

– მის სა­ლო­სო­ბას მა­შინ ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად უყუ­რებ­დნენ…

– მე შევ­სწრე­ბი­ვარ მის უც­ნა­უ­რო­ბებს. ნავ­თლუ­ღის ბა­ზარ­ში მივ­დი­ო­დი. იქ და­ვი­ნა­ხე მამა გაბ­რი­ე­ლიც. ის პე­რი­ო­დია, ძა­ლი­ან რომ ცხე­ლა, შუა ივ­ლი­სი. ახალ­გაზ­რდე­ბი ბაზ­რის შე­სას­ვლელ­თან იდ­გნენ და სვამ­დნენ. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა თქვა: – ეკ­ლე­სი­ა­ში მი­თხრეს, რომ მე ღრმად მორ­წმუ­ნე ვარო… და და­ი­წყო ტრა­ბა­ხი. მამა გაბ­რი­ელს ჰქონ­და სა­ო­ცა­რი სმე­ნა. გა­ი­გო­ნა ამ ბი­ჭის ნათ­ქვა­მი, და წა­ვი­და იქვე დახ­ლთან და­დე­ბულ სა­ზამ­თრო­ებ­თან, სა­დაც წურ­წუ­რით ჩა­მო­დი­ო­და წვე­ნი და იდგა დიდი ტბა. უცებ მა­მაო მი­ვი­და იქ, ჩაწ­ვა და ხმა­მაღ­ლა და­უ­ძა­ხა იმ ბიჭს: – მოდი, ჩემ­თან, და­ი­ჩო­ქე და აქე­დან ვცეთ თაყ­ვა­ნი ღმერ­თსო… ბიჭი, რა თქმა უნდა, არ მი­ვი­და. ამის შემ­დეგ ხმა­მაღ­ლა და­ი­წყო მა­მა­ომ ქა­და­გე­ბა იო­ტი­სო­დე­ნა რწმე­ნა­ზე… გარ­შე­მო ყვე­ლა სახ­ტად დარ­ჩე­ნი­ლი ვუ­ყუ­რებ­დით ამ სცე­ნას.
დღეს, უბან­ში, შე­მორ­ჩე­ნი­ლი მე­ზობ­ლე­ბი იძა­ხი­ან, რომ მამა გაბ­რი­ელს სმა უყ­ვარ­დაო. აი მე კი­დევ დარ­წმუ­ნე­ბით გე­უბ­ნე­ბით, რომ არა! ეს ასე არ არის. ის სა­ლო­სობ­და და ამას ბევ­რი ვერ იგებ­და.

– ერთხელ, თურ­მე ხი­ლულ სას­წა­ულ­საც შე­ეს­წა­რით…

– დიახ. დედა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა და მთხო­ვა, წადი და ბერი გაბ­რი­ე­ლის ზეთი მო­მი­ტა­ნეო. რა თქმა უნდა, მი­ვუ­ტა­ნე. ისიც ყო­ველ სა­ღა­მოს ძი­ლის წინ, ზეთს შუბ­ლზე იცხებ­და ხოლ­მე. რამ­დე­ნი­მე დღე­ში დედა გარ­და­იც­ვა­ლა. როცა ეზო­ში მო­ვას­ვე­ნეთ, გა­რეთ მე­ზობ­ლე­ბი იდ­გნენ და გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. მა­გი­და­ზე ერთ-ერთ ჯამ­ში ბევ­რი სტა­ფი­ლო იდო. სა­ღა­მოს კი, გა­რეთ ვყვე­ბო­დი, რო­გორ გა­უ­ვარ­და დე­დას ხე­ლი­დან ზეთი და და­იღ­ვა­რა. დედა ამას ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და მეთ­ქი. იქვე ერთი კაცი იდგა, უცებ მო­მიტ­რი­ალ­და და მე­უბ­ნე­ბა, – კარ­გით რა, თქვენ გჯე­რათ მამა გაბ­რი­ე­ლი­სო? ეს სი­ტყვე­ბი არ ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რომ სტა­ფი­ლო­ე­ბი ჰა­ერ­ში ავარ­და და აქეთ-იქით ცვე­ნა და­ი­წყეს. ხალ­ხი გა­ოგნ­და, ზო­გიც ყვი­რი­ლით გა­იქ­ცა.. რაც შე­ე­ხე­ბა იმ კაცს, იმ დღის შემ­დეგ ის ჩვენს უბან­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ღრმა მორ­წმუ­ნედ მი­იჩ­ნე­ო­და და გა­მუდ­მე­ბით ამ­ბობ­და, – უფა­ლი მარ­თლა არ­სე­ბობ­სო.

– ბოლო პე­რი­ოდ­ში, რო­გორც ვიცი, ხში­რად ლა­პა­რა­კობ­და მე­ო­რედ მოს­ვლის შე­სა­ხებ…

– დიახ, ამ­ბობ­და:

“ბოლო ჟა­მია, თქვენ ან­ტიქ­რის­ტეს მო­ეს­წრე­ბით. იგი კარ­ზე კი არ აკა­კუ­ნებს, არა­მედ მის შე­მოგ­ლე­ჯას ლა­მობს. ცალ-ცალ­კე ნუ ივ­ლით, ერ­თად ია­რეთ, რომ ბო­რო­ტე­ბამ არ გა­დაგ­ჩე­ხოთ. ლოც­ვა მთებს ძრავს.. და­ი­მახ­სრო­ვეთ, ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხატი, რომ და­ა­პი­რებს ათო­ნის მთის და­ტო­ვე­ბას, ატყდე­ბა ზა­რე­ბის რეკ­ვა. ეკ­ლე­სი­ე­ბი ხი­ლუ­ლი სა­ხით მო­იხ­რე­ბი­ან გა­ცი­ლე­ბის მიზ­ნით. ეს ყვე­ლა­ფე­რი ტე­ლე­ვი­ზი­ით იქ­ნე­ბა გად­მო­ცე­მუ­ლი. ეს იქ­ნე­ბა ღვთის უდი­დე­სი წყა­ლო­ბა და გა­დარ­ჩე­ნი­ლი სუ­ლე­ბი აქ ჩა­მოვ­ლენ სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ცხად­დე­ბა ღვთის დიდი სას­წა­უ­ლი”.

გო­დერ­ძი ურ­გე­ბა­ძე, ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, პირ­ვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი იყო, რო­მე­ლიც სა­ეკ­ლე­სიო სა­ხე­ლით – ბერი გაბ­რი­ე­ლი ბე­რად აღიკ­ვე­ცა და სა­კუ­თარ ეზო­ში ეკ­ლე­სია აა­შე­ნა. ის 1995 წლის 2 ნო­ემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა, სწო­რედ ეს თა­რი­ღია მისი ხსე­ნე­ბის დღე. 2012 წლის 20 დე­კემ­ბერს, წმინ­და სი­ნოდ­მა იგი წმინ­და­ნად შე­რა­ცხა.
წყარო:ntv.com.ge

Share.