“ერთი ფეხებს მიჭრდა, მეორე კი მახრჩობდა, ამბობდა უნდა დავარხრჩოო..” – ნახეთ ახლახანს შემაძრწუნებელი ამბავი გავრცელდა

0

ყვარლის ტყეში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.
68 წლის კაცი ამბობს, რომ ფილტვი და ნეკნი აქვს დაზიანებული.
„ფილტვი მტკივა, ნეკნიც დაზიანებული მაქვს, ნერვები აღარ მაქვს, დავიღალე… დავიღალე…

სადაც მითხრეს მოდიო, იქ მივედი, არაყი წამოიყოლე და დავლიოთ პურ-მარილი ჩვენიო, 8000 მაინც მოიტანე თორე ვიტყვით ყველაფერსო, არ დავნებდი და მითაქეს და მითაქეს.
პატარა ფეხებში მებღაუჭებოდა, მეორე მახრჩობდა, ამბობდა უნდა დავახრჩო ბარემო. იმ პატარამ არ ქნა, არ მიუშვა. როგორც იქნა გამოვაღწიე, გამოვედი გზაზე. დამხვდა ისევ, გამოვარდა დიდი ბიჭი მითაქა ერთი ორი კიდევ, იბიჭა. ფული და ფეხსაცმელი წამართვეს, ჩემი ჩაიცვა და თავისი ჩუსტები მომცა“, – ამბობს 68 წლის კაცი „იმედის კვირასთან“ საუბრისას.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 და 27 ივნისს დააკავეს.
წყარო:ambavi.club

Share.