“ერთმანეთი გავიცანით..” – ნახეთ როგორ გაიცნეს ერთმანეთი თედო ბექაურმა და ანი ხუციშვილმა

0

მსახიობი თედო ბექაური, მეუღლესთან ანი ხუციშვილთან გადაცემა ,,პრაიმშოუს” სტუმარია.
წყვილი გადაცემაში თავიანთი სიყვარულისა და გაცნობის ისტორიას იხსენებს. როგორც თედო აღნიშნავს, ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში გაიცნეს.
,,2 წლის და 9 თვის შვილი გვყავს. ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში გავიცანით. მეგობარს ვეხმარებოდი სადიპლომოს იღებდა და მაშინ დამირეკეს, რომ ავსულიყავი. ყველაზე ლამაზი გოგო ვინც იყო, ახლა ზის ჩემს გვერდზე”, – ამბობს თედო ბექაური.

ანის თქმით, თედოში ადამიანობამ და იუმორის გრძნობამ მოხიბლა.

,,ადამიანობიდან გამომდინარე მეც გამიჩნდა სიმპათიები და მასაც.. კარგი იუმორის გრძნობა აქვს. სიურპრიზები უყვარს. სიყვარულში ერთმანეთს ერთდროულად გამოვუტყდით”, – საუბრობს ანი ხუციშვილი.

Share.