მიშა მესხი ჟურნალ “თბილისელებთან“ იმ ვიდეოს შესახებ საუბრობს, რომლის ინტერპრეტაციით გავრცელების გამო, როგორც თვითონ ამბობს, შეურაცხყოფა მიაყენეს:
„იმ ვიდეოში ევროპასა და ამერიკასთან დაკავშირებით ვხუმრობდი. სინამდვილეში, მე და სოფო ბავშვს არ ველოდებით. ბოლო პერიოდში ადამიანები მოგვიწოდებდნენ, სანამ რამეს გადავწყვეტთ, ჯერ ევროპასა და ამერიკას ვკითხოთო. მე ეს არ მომწონს. თურმე, მეზობელს უნდა შევუთანხმდე, ქორწილში წავალ, დაბადების დღეზე, ჩემს ცოლს კონცერტზე გავუშვებ სამღერლად თუ არა და ა.შ.
ეს კითხვა ცინიკურად კი არ დავსვი, უბრალოდ, მაინტერესებდა, ანუ ბავშვის გაჩენა რომ მინდოდეს, სახელი ევროპას შევეკითხო, თუ ამერიკას-მეთქი. იუმორით ვიკითხე, ეს ვიდეო აიღეს, დაამახინჯეს და დაიწყეს შეურაცხყოფის მოყენება. ერთ დღეში, ერთ-ერთ გვერდზე მილიონ-ნახევარი ნახვა და 13 000 კომენტარი ჰქონდა. რომ ჰკითხოთ, არ იციან, ვინ ვარ და არ აინტერესებთ. ეს, საერთოდ, ვინ არისო, კითხულობდნენ…“
წყარო: sport24.ge