“ეს არის ჯოჯეხეთი, არ ვიცი თუ შევძლებ, ჩემი ტკივილი გაგიზიაროთ…” – ლიზა ბაგრატიონი

0

“…დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ომის მერე სამყარო უკეთესი გახდება! ეს იყო სიბინძურე და სიბნელე, რომელშიც მთელი­ სამყარო ჩავეფალით” – ამბობს მომღერალი ლიზა ბაგრატიონი.
– არ ვიცი, შევძლებ თუ არა, ჩემი ტკივილი, აღშფოთება გაგიზიაროთ… ომი არის მიწიერი ჯოჯოხეთი. რაც დღეს უკრაინის მიწაზე ხდება, ენით აღუწერელი საშინელებაა. ომი, სისხლისღვრა, ხალხის სახლებიდან გაქცევა, ბავშვების დაღუპვა, ცრემლი, შიში, ამხელა მსხვერპლი… ეს არის ის, რაც აღარასოდეს უნდა განმეორდეს! ომი სისასტიკეა, რომელსაც გამართლება არ აქვს! აქ არ არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული!

ომში ადამიანები იღუპებიან და ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კოშმარი მალე დამთავრდება სიკეთის, სინათლის გამარჯვებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მსხვერპლი აღარ გაიზარდოს! ამ ომის მერე სამყარო უკეთესი გახდება. ეს იყო სიბინძურე და სიბნელე, რომელშიც მთელი სამყარო ჩავეფალით. ასეთი კატაკლიზმები, ასეთი უბედურებაა საჭირო, რომ გავიგოთ, რა არის მთავარი, მთავარი კი არის სიკეთე და ადამიანის სიცოცხლე, რომელსაც ყველა უნდა გავუფრთხილდეთ!

– ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რაც ხდება, რადგან რუსეთისგან არაერთი უბედურება გამოვიარეთ…

– დიახ, რა თქმა უნდა, და ეს ჭრილობები არ ხორცდება, სანამ ტერიტორიები დაკარგული გვაქვს, ჩვენი იარები სულ სისხლმდინარე იქნება, სანამ აფხაზეთი და სამაჩაბლო არ დაგვიბრუნდება.

მსხვერპლს აზრი უნდა ჰქონდეს. მხოლოდ მაშინ შეიძლება მისი ასე თუ ისე გამართლება, როცა საწადელს მიაღწევ, მაგრამ თუ ხალხი დაკარგე და ტერიტორიებიც ზედ მიაყოლე, ეს ორმაგი ტრაგედიაა. მე მაინც მგონია, რომ ის უბედურება, რაც ახლა უკრაინაში ხდება, მალე ამ გმირი ხალხის გამარჯვებით დასრულდება, მერე კი ჩვენი დროც მოვა და ჩვენს მიწაზე დავბრუნდებით.
წყარი: dainteresdi.club

Share.