”ეს გამოიწვევს ძალიან დიდ ომებს… რუსები მოდიან ცეცხლითა და მახვილით…” – ნახეთ რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ

0

სოციალურ ქსელში, წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე რუსეთთან დაკავშირებული მისი წინასწარმეტყველებები ვრცელდება:
“ქართველმა ფენომენმა, ქალბატონმა ლელა კაკულიამ კი თითქმის 30 წლის წინ იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთის პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის აღდგენას მოისურვებდა და თავს არ დაზოგავდა, არაფერს მოერიდებოდა საამისოდ.
თუ როგორ განვითარდება მოვლენები, უწერია თუ არა სსრკ-ს აღდგენა, როგორ და რით დასრულდება კრემლის მეთაურის მცდელობა, ან რა ფორმით აღდგება მომავალში მსგავსი გაერთიანება, ამის შესახსენებელ-გასაცნობად გთავაზობთ მცირე ანაკრებს ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებიდან, რომლებიც მანამდე არაერთხელ იყო გამოქვეყნებული.
2010 წელი, 30 მაისი
ჯერ კიდევ 1992-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთი აუცილებლად დაიწყებდა საბჭოთა კავშირის აღდგენას. შემდგომაც სულ ამას ვიმეორებდი. დღეს კი ეს ყველაფერი რუსები ამას ხმამაღლა აცხადებენ უკვე.

მაგრამ, როგორ შეძლებენ ამის გაკეთებას, ეს არის მთავარი და ასევე ის, თუ რა მოხდება?
ამ კითხვას პასუხი 90-იან წლებში გავეცი და დღესაც იგივეს ვიტყვი: რუსები მოდიან ცეცხლითა და მახვილით და ეს გამოიწვევს დიდ ომებს. კავკასიაში მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო, ამიტომ მისი ანექსიით მთელ კავკასიას დააჩოქებენ. სომხეთი და ბევრი სხვა სახელმწიფო, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ, კვლავ, ასე ვთქვათ, მოსკოვის გავლენაში რჩებიან. ასეთი რესპუბლიკები, რა თქმა უნდა, საშიში არ არის რუსული გეგმების განხორციელებისთვის. ისინი ისედაც მაინც რუსეთის შემადგენლობაში იყვნენ მას შემდეგაც, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა.

ვხედავ, რუსეთი თვითონ თითქმის ბოლომდეა დაშლილი და თავის გადარჩენის მიზნით იწყებს დიდ ტერორებსა და ავანტურებს მსოფლიო პოლიტიკაში. ისინი ფიქრობენ, რომ მათ ვერავინ შეაჩერებს.

უფრო მეტსაც ვხედავ: გერმანია-საფრანგეთს აწყობს, რომ ევროსაბჭოში შემავალი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები ისევ დაბრუნდნენ რუსების ახალ, მოდერნიზებულ კაპიტალისტურ საბჭოთა კავშირში, რადგან ამით ბევრი თავსატეხი მოსცილდება ძველ ევროპას — აღარც ეკონომიკური კრიზისები იქნება მათი თავშისაცემი და აღარც სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი.

ასეა, ევროპას ურჩევნია, დარჩეს ისევ ძველ ევროპად. ვხედავ, მოლაპარაკებულებიც არიან გერმანია, საფრანგეთი და რუსეთი, მაგრამ ამერიკა ამ გარიგებებს ნიღაბს ახსნის. დროა უკვე, შეერთებული შტატები მართლა მკაცრად ჩაერიოს ამ ბინძურ, კაცთმოძულე პოლიტიკაში.

ვხედავ, მომავალში ამერიკა რუსეთს არაფერს დაუთმობს. აქ, ვხედავ, აღარ ჩანს ფრთხილი, პოლიტიკური ნაბიჯები ამერიკის მხრიდან. პირიქით, ეს იქნება დიდი, შემტევი პოლიტიკა, რომელიც რუსეთს დაამარცხებს ასი პროცენტით. ეს რუსეთის პრეზიდენტის ბოლო აკორდია.”

Share.