ეს ის მამა და 3 შვილია, რომლებიც დღეს მანქანით მდინარეში გადავარდნენ და დაიღუპნენ, მეუღლე კი უმძიმესადაა… (ფოტოები)

0

ხა­შუ­რი­დან ბორ­ჯო­მის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე (ქვიშ­ხეთ­თან) ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც ოთხი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და.
ავ­ტო­მო­ბილ­ში ერთი ოჯა­ხის 5 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. მძღო­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ბავ­შვე­ბი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე.
AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან – 33 წლის ბა­ქარ ბან­ძე­ლა­ძე და მისი სამი შვი­ლი – ორი ბიჭი და ერთი გო­გო­ნა, ხოლო ბან­ძე­ლა­ძის მე­უღ­ლე, 30 წლამ­დე ასა­კის ქალი, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.
ბან­ძე­ლა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ქუ­თა­ი­სი­და­ნაა. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ბა­ქარ ბან­ძე­ლა­ძე წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და. წყვილს გუ­შინ ქა­ლიშ­ვი­ლის იუ­ბი­ლე ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც ბა­კუ­რი­ან­ში აღ­ნიშ­ნეს. სა­ზა­რე­ლი ავა­რია სწო­რედ იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ბან­ძე­ლა­ძე­ე­ბი იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

Share.