მამა პეტრე კოლხი 2 წლის ანიტას მამის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“შემძრა ანიტას მამის წერილმა. მიუხედავად თანხის მოძიებისა, მდგომარეობა უიმედოა. არც ერთი კლინიკა არ არის თანახმა, ანიტას ჩაუტარდეს ქირურგიული ჩარევა. ვისი შვილიც არ უნდა იყოს, ადამიანის სული უფრო მეტია, ვიდრე მთელი სამყარო ერთად აღებული.
ეს ის შემთხვევაა, როცა ნებისმიერი სანუგეშო სიტყვა მხოლოდ გამაღიზიანებელია.
ალბათ, სახელმწიფომ უნდა უშუამდგომლოს ანიტას ოჯახს მსოფლიოს წამყვან კლინიკებთან, რომ ჩაუტარდეს გადაუდებელი ოპერაცია. დიდხანს სიცოცხლე ანიტას!.
P.S. რა სიმბოლურია, დღეს ვინც ევროპასთან ინტეგრაციას ზეიმობს, იქნებ მან ევროპას ხმა მიაწვდინოს, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, საქართველოს გზა ევროპისკენ ანიტას გულზე გადის!”, – წერს პეტრე კოლხი.
ცნობისთვის, 2 წლის ანიტას მამამ, გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ოპერაციაზე პასუხისმგებლობა, ავსტრიის და იტალიის მსგავსად, ვერც ბელარუსმა აიღო.