ხშირად ერთი შეხედვით სრულიად უხიფათო ნივთებიც ხვდებიან ხოლმე იმ საფრთხეებს შორის, რომლებიც ჩვენ და ჩვენს შვილებს გვემუქრება. ნებისმიერ სრულიად უმნიშვნელო დეტალსაც კი, რომელზეც არ დავფიქრებულვართ, შეუძლია საფრთხის მოტანა…
როდესაც სახლის მცენარეებს ვამრავლებთ ან უბრალოდ ვიღაც გვჩუქნის, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ესა თუ ის მცენარე რამდენად უსაფრთხოა… დიახ, არის მცენარეები, რომლებიც ნაკლებ რეკომენდებულია იმ ოჯახებში, სადაც არიან ბავშვები ან ალერგიული ადამიანები. ამ შემთხვევაში დიფენბახიაზე გიამბობთ, რომელსაც საკმაოდ დიდი ხიფათის მოტანა შეუძლია თურმე, თუ არ ხართ კარგად გათვითცნობიერებული.
“კინაღამ დავკარგე ჩემი ქალიშვილი: მან ამ მცენარის სულ პაწაწინა ნაკუწი ჩაიდო პირში. იმ წამს დაუსივდა ენა და დახრჩობა დაიწყო”, – ყვება დედა, რომელსაც საკმაო განსაცდელის გადატანა მოუწია და ახლა სხვებსაც აფრთხილებს.
როდესაც შინ ბავშვი გყავთ, აუცილებლად სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ მცენარეები. დიფენბახია საკმაოდ გავრცელებული მცენარეა და ბევრ მეყვავილეს უყვარს, თუმცა თუ ოჯახში ბავშვია ან შინაური ცხოველი, რომელსაც შემთხვევით მასთან შეხება ან მისი ფოთლის მოწყვეტა და პირში ჩადებ შეუძლია, აუცილებლად უნდა მოიშოროთ ის თავიდან. მისი თითოეულ ფოთოლში ტოქნისების – კალციუმის ოქსალატის ძალიან დიდი შემცველობაა. ბავშვი ერთ წუთში შეიძლება მოკვდეს, უფროსი – 15 წუთში.
დიფენბახიის გარდა, არსებობს კიდევ სხვა სახლის მცენარეები,
რომლებიც ტოქსიკურია და არ შეიძლება ისინი გქონდეთ, თუ შინ ბავშვი გყავთ.
წყარო: tavisufleba.club