”ეს რა უბედურებაა ღმერთო ჩემო…” – საჩხერეში 16 წლის ბიჭმა საკუთარი მამა მოკლა და მიცვალებული სარდაფში დამალა

0

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში უსასტიკესი მკვლელობა მოხდა. 16 წლის ბიჭმა საკუთარი მამა სანადირო თოფით მოკლა და ცხედარი სარდაფში დამალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამის მკვლელობის ბრალდებით მისი შვილია დაკავებული. როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, შვილმა მამა სანადირო თოფით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით მისი ცხედარი სარდაფში დამალა. მკვლელობის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა…

როგორც შსს-მ განაცხადა, გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე.
ფოტო არქივიდან
წყარო: ambavi.cc

Share.