“ეს ყველაფერი საკმარისია,უნდა აუცილებლად..” – ნახეთ თამარ ბაჩალიაშვილის დედა საგანგებო მიმართვას ავრცელებს

0

აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მუხლით – ამის შესახებ 2020 წლის ზაფხულში დაღუპული 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა.
“აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მუხლით. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყონ თავიდან.ყველაფერი ზუსტადაც მიანიშნებს და ამტკიცებს იმას, რომ ყველაფერი წაშლილია ტელეფონში და

Whatsapp-ში პირველ რიგში, სადაც დაურეკეს თამარს და გაიტყუეს სახლიდან საქმის გასარჩევად.
შოთაძეს მივმართავ, კეთილი ინებონ და დაიწყონ გამოძიება. მტკიცებულებები საკმარისია და საკმარისზე მეტიც არის, რომ დაიწყონ გამოძიება. თუ არადა, პირდაპირ უკვე მიუთითებს მაგათ მფარველობაზე, რომ მფარველობენ მკვლელებს და აყალბებენ ყველაფერს”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

Share.