“ეს ყველაფერი ძვირად დამიჯდა..” – ნახეთ ლიზა იასკოსგან ამას არავინ მოელოდა,რა განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილზე

0

ლიზა იასკო 30 დეკემბერს სოციალურ ქსელში შეშფოთებული წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაიტაცეს…
„მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაიტაცეს… საქართველოს დროით, დილის 2 საათზე ძალით გაიტაცეს.
რუსთავის ციხეში იძულებით გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ის გონზე.
შესაძლებელია თუ არა ეს, XXI საუკუნეში?“ – წერდა ის.
თუ სოციალურ ქსელში ლიზა იასკოს გვერდს გადახედავთ, ოქტომბრის შემდეგ მისი ყველა პოსტი და ვიდეო მიხეილ საკაშვილზეა… თუმცა, პირველ იანვარს დაწერილ მის სტატუსში ყოფილი პრეზიდენტი ნახსენებიც არაა და არც mishafree მიუწერია ბოლოში, ჩვეულებისამებრ.

„ეს იყო წარმოუდგენლად რთული წელი, რის შესახებაც შეიძლება ოდესღაც მხოლოდ ბიოგრაფიულ წერილებში მოგიყვეთ.
წელი, როდესაც იყო გამარჯვებები და განვითარება. ახალი მიღწევები, პოლიტიკური სიმაღლეები და პიროვნული ზრდა
თუმცა, ბევრი ჰიტიც იყო. კარგზე ბევრად მეტი.
ბოროტებამ, ინტრიგებმა, ღალატმა ხალხის მხრიდან, წლის დასაწყისიდან ბოლო თვეებისა და კვირის ჩათვლით, ქართულ დრამატულ მოვლენებთან ერთად, უმაღლეს ზღვარს მიაღწია.
არ დავმალავ, რომ ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, ვისაც სიკეთის სჯერა, ამის მიღება ადვილი არ არის.
ჩემი არჩევანი არ იყო, მოვხვედრილიყავი საქართველოს საკმაოდ საშინელი მოვლენებისა და სიძულვილის ცენტრში. ვიტყვი, რომ ბევრი ბოროტი და ცუდი ადამიანია, იქ ვნახე შურისძიების სურვილი. ასეთი ცხოვრებაში არ მინახავს!
ასევე არ ამირჩევია ადამიანები და იმ ადამიანების ქმედებები, რომლებიც შეურაცხყოფენ მათ, ვინც მიყვარს და ასევე საკუთარ თავს.
მაგრამ მე მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ის, რაც ასე ძვირად დამიჯდა, ახალ რეალობას მოიტანს.
და ეს იქნება ის, რისიც მჯერა და ავირჩევ. ეს არის სიკეთე, სიყვარული და შედეგის მომტანი რეალური ბრძოლა არა ფეისბუქზე ყალბი დემონსტრირებით, არამედ – რეალურ ცხოვრებაში.
ახალი წლის რეალობა, სადაც ბევრი რამ ბუნდოვანია, მაგრამ არის ადამიანობა და სიყვარული, რადგან მხოლოდ ამით შეიძლება, აშენო. ბოროტება დიდხანს ვერ ააშენებს ვერაფერს. ბოროტება კი რეალურ ცხოვრებაში ნაყოფს არ იძლევა.
არის უკრაინა!!! რაც ყველაფერზე მეტად მიყვარს.
ეს იქნება ახალი წელი… ეს იქნება ახალი რეალობა…“ – წერს ლიზა იასკო პირველ იანვარს და თავის ფოტოს ურთავს.
სოციალურ ქსელში ადამიანები წერენ, რომ ეს განაწყენებული ქალის პოსტია და მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა 31 დეკემბერს თავის ფეისბუქ გვერდზე სოფო ნიჟარაძისა და მათი საერთო შვილის, ელის მარია სააკაშვილის ფოტოები ატვირთა და მათ მიმართ სიყვარული გამოხატა, ლიზა იასკო გულგატეხილია და სწორედ ამის შედეგია, რომ ახალი წლის პირველ დღეს დადებულ პოსტში მიხეილ სააკაშვილი არ ჰყავს მოხსენიებული.
წყარო:ambavi.club

Share.