“ეს შეჭამა და ერთ საათში ძალიან ცუდად გახდა..” – ნახეთ ცნობილია რითი გარდიაცვალა ახალგაზრდა ქალი

0

თბილისში, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ახლობლების ვერსიით, მისი გარდაცვალების მიზეზი მძიმე ინტოქსიკაცია გახდა, რომელიც შაურმამ გამოიწვია. – აღნიშნულ ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი” ავრცელებს.
როგორც ამბობენ, მოწამლული ქალი კლინიკაში სიმპტომების გამოვლენიდან ორ დღეში გადაიყვანეს. მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

“სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. მისი გარდაცვალების მიზეზი როგორც ვიცით, შაურმით მოწამვლა გახდა. მისი და ამბობდა, რაც შაურმა მიირთვა ერთ საათში ცუდად გახდა, ეგონა მალე გამოკეთდებოდა და სახლში ორი დღე ასე გაატარაო. მერე საავადმყოფოში გადაიყვანეს, უკვე სისხლი ჰქონია მოწამლული, რადგან ძლიერი ინტოქსიკაცია იყო და დაიღუპა. ახლა, ექსპერტიზის შედეგებს ველოდებით… საწყალი გოგო ცოცხალი აღარ არის და ეს ძალიან ძნელი დასაჯერებელია ჩვენთვის, ახლობლებისთვის. სულ რაღაც ორ დღეში უნდა გავასვენოთ, სიცოცხლით და ხალისით სავსე გოგო.” – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი

Share.