“ექიმებით სავსე ლიფტი ჩავარდა და..” – ნახეთ საზარელი შემთხვევა აღდგომა დღეს

0

რუსთავში, მე-15 მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი” კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივის ცნობით, შემთხვევის დროს ლიფტში გამოძახებაზე მყოფი სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ექიმები იმყოფებოდნენ.
„გუშინ 3 ადამიანი შევიდა ლიფტში, სასწრაფოს ექიმები და მესამე სართულიდან კარი დაიკეტა თუ არა, კაბინა მოწყვეტით ჩავარდა და გაჩერდა მესამე-მეორე სართულებს შორის. საშინელი ხმაური იყო. გავაღეთ ეს კარები და სასწრაფოდ ამოვიყვანეთ, დაიხურა თუ არა, ცოტა ხანში ლიფტმა ისევ ჩაიწია ცოტა. იმის საშიშორებაც იყო, რომ რაღაცა ცუდი მომხდარიყო ამოყვანის დროსაც, მაგრამ ჩვენ უფრო შეგვეშინდა, კაბინა კიდევ დაბლა არ ჩავარდნილიყო და რამე ცუდი შედეგით არ დასრულებულიყო.

მთელი სამეზობლო აქ იყო, წივილ-კივილით შეიკრიბნენ იმიტომ, რომ ყველას თავისი ვიღაცა ეგონა. კედლები ზანზარებდა. ადრეც მოხდა რამდენჯერმე ეგრე”, – უყვება “ინფო რუსთავს” კორპუსის მცხოვრები.

ა(ა)იპ “რუსთავის კორპუსის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლიფტი არ ჩავარდნილა.

“ლიფტი არ ჩავარდნილა, გაფუჭდა. ჩასმულია რეაბილიტაციის სიაში, ტენდერი გამოცხადებულია და როცა დაიწყება სამუშაოები, აღნიშნული ლიფტი გამოიცვლება”, – აცხადებენ რუსთავის კორპუსში.

Share.