“ეჭვი გაქვთ რომ ვიღაცამ გაგთვალათ ან ჯადო გაგიკეთათ..” – ნახეთ მაშინ, ეს უნდა წაიკითხოთ

0

დაფნის ფოთლები ავი თვალისგან იცავს. ის შესანიშნავი სანელებელია, რომელსაც ბევრ კერძს უმატებენ. დაფნის ფოთოლი საკვებს გემოს და არომატს აძლევს. გარდა ამისა, ის ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა და ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ადამიანს, რომელიც თავის თეფშში დაფნის ფოთოლს იპოვის, წარმატებები ელის.ყველამ არ იცის, რომ დაფნის ფოთოლს ჯადოსნური თვისებებიც აქვთ და

მისი გამოყენება ბოროტი თვალისგან დასაცავად შესაძლებელია.

ძველად, დაფნის ფოთლებს ხშირად, თილისმად იყენებდნენ – დაფნის გვირგვინს წნავდნენ და ბავშვის საწოლზე ამაგრებდნენ. მცენარე ხელს ბავშვს მისტიკური არსებებისა და ბოროტი თვალის უარყოფითი ზემოქმედებისგან იცავდა.

აიღეთ 3 ან 5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით ( ძაფი უმჯობესია რომ ხოლით იყოს გაწყვეტილი და არა მაკრატლით გაჭრილი, თუ წითელი არ გაქვთ შეგიძლიათ ნებისმიერი ფერი გამოიყენოთ) დაიდეთ ბალიშის ქვეშ, და თუ უძილობა გაწუხებთ დაგეხმარებათ. დაფნის ფოთოლს უძველეს დროში იყენებდნენ ძველი შუმერები, ეგვიპტელები, რომაელები და სხვა. ასოცირდება ხანგრძლივ და ჯანსაღ სიცოცხლესთა, (სიცოცხლის სიმბოლოა) გამოიყენება კულინარიაშიც. კარგიგა ავი თვალისგან დასაცავად, ამზადებენ სხვადასხვა სახის თილისმებს და ამულეტებს.დაფნის ფოთლების დახმარებით შეგიძლიათ გაიგოთ, ხომ არ განიცდის ადამიანი ნეგატიური ენერგიის გავლენას. თუ ეჭვობთ, რომ ვიღაცამ „გაგთვალათ“ ან ჯადო გაგიკეთათ, შეგიძლიათ დაფნის ფოთლების დახმარებით, სპეციალური რიტუალი ჩაატაროთ.

დაფნის ფოთლები ლითონის ლანგარზე დაყარეთ და ცეცხლი მოუკიდეთ. თუ ფოთლები არ იწვის, სახლში ძალიან ბევრი ნეგატიური ენერგია გაქვთ, ხოლო თუ შავი კვამლით იწვის, თქვენ ბოროტი თვალის ან ჯადოს გავლენის ქვეშ ხართ.

ჯადოსგან თავის დასაღწევად საჭიროა დაფნის ტოტს ცეცხლი მოუკიდოთ და მასთან ერთად, მთელი სახლის მოიაროთ. განსაკუთრებული ყურადღება კუთხეებს უნდა მიაქციოთ. თუ შენიშნეთ, რომ გარკვეულ ადგილთან მიახლოვებისას, დაფნამ შავი კვამლით წვა დაიწყო, არ შეგეშინდეთ – ეს ნეგატივი მალე გაქრება.

ამ რიტუალთან ერთად, შეგიძლიათ მშრალ, გახურებულ ტაფაზე დაფნის რამდენიმე ფოთოლი დააწყოთ. ეს სახლიდან ნეგატიური ენერგიის მოშორებაში დაგეხმარებათ.

თუ სახლში მდგომარეობა არ გამოსწორდა და ისევ დეპრესიული განწყობა გაქვთ, რიტუალი უნდა გაიმეოროთ. ამის შემდეგ სიმსუბუქე და თავისუფლება უნდა იგრძნოთ.

Share.