“ეხლა ერთს ამას ვგლიჯავ , ამასთან როგორ უნდა ვილაპარაკოო ჩემზე თქვა..” – ნახეთ მიშა ანდღულაძის ძმამ, ძმასთან დიდი კონფილქტის მიზეზი გაამხილა

0

იუმორისტმა მიშა ანდღულაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა ,,ყვითელ ყუთში” თქვა, რომ ძა­ლა­დობ­რივ გა­რე­მო­ში გა­ი­ზარ­და, სადაც ყველა ერთმანეთს ურტყამდა.
მიშა ანდღულაძის მონათხრობი მტკივნეული დარტყმა იყო მისი ოჯახისთვის – დედისა და ძმისთვის. მამა ერთი წლის წინ, აპრილში გარდაეცვალა. დედა, ლალი ხომასურიძე და მიშას უფროსი ძმა, დავითი, ამბობენ, რომ ძმები ძალადობრივ გარემოში კი არა, სიყვარულში გაიზარდნენ.
რა დავა აქვთ ერთმანეთში ძმებს – ამაზე მიშა ანდღულაძის ძმა „სარკეს“ გულახდილად ესაუბრა:

“მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ქონებრივი დავა გვქონდა. მამაჩემს ორი ბინა ჰქონდა. მიშამ ამასობაში თვითონაც აიშენა ორი ბინა. ჩვენი სახლი, სადაც ვცხოვრობთ, ორჯერ ჩადო იპოთეკაში და ისე იყიდა ისინი.

მამა როცა გარდაიცვალა და ქონების გადაფორმება უნდა მომხდარიყო, ვუთხარი, მე ორი შვილი მყავს და შენც ხომ ორი ბინა გაქვს-მეთქი… კანონით ეკუთვნის აქედან წილი, მაგრამ, რადგან მამამ ვერ მოასწრო და ვერ დაწერა, რომ ეს ბინები ჩემია… თორემ ასეც იყო გათვლილი, ეს კანონს ებღაუჭება.

მე ისეთი კომფორტული საქმიანობა არ მაქვს, როგორიც მას. შეიძლება მისი სამსახურიც არ არის კომფორტული, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. კარიერა აქვს აწყობილი, კარგი ანაზღაურებაც, მე კი ვშრომობ დღე და ღამე. ხალხი რომ მხედავდა, როგორ ვწვალობდი, მეკითხებოდნენ, შენი ძმა არ გეხმარებაო და ამან დახმარების მაგივრად რა გამიკეთა!

მითხრა, მამაჩემს მილიონიც რომ მოეცა ჩემთვის, შენი რა საქმეაო. ვუთხარი, ადამიანურ-მორალურ ჭრილში რომ განვიხილოთ ეს ყველაფერი, ჩაიჭერი-მეთქი. შეურაცხყოფას თავი დაანებეო, არადა იქით მაყენებდა შეურაცხყოფას მუდამ. მხოლოდ ამ გადაცემაში კი არ უთქვამს, სხვადასხვა დროს მიცემულ ინტერვიუებშიც იმავეს ამბობდა. ნოტარიუსთან ვიყავით, რომ ვიუჩხუბეთ. ადგა და მიჩივლა.

ახტა და თქვა, ამასთან რაზე უნდა შევთანხმდე, ვგლიჯავ ერთს და წავალო, მაგრამ არ დაურტყამს. ცოტა ხანში პოლიციიდან დამირეკეს, ერთი თვით არ შეეხოთ ერთმანეთს, შემაკავებელი ორდერი უნდა გამოვწეროთო.

ნოტარიუსის გვერდით კაბინეტში რომ ვიყავით, იქ თქვა, წამო გვერდზე, ვიჩხუბოთო. მერე თქვა, ვგლიჯავ ამასო და მოძალადე მაინც მე ვარ?! მერე მესიჯებს მწერდა, ბოდიში მოიხადე, თორემ ბინებს დაემშვიდობეო. მე თუ მეკრძალებოდა კონტაქტი და მაინც მესიჯებს მწერდა, იმას არ ეკრძალებოდა? თან ისეთ მესიჯებს მწერდა, პროვოკაციაზე შეიძლებოდა წამოვეგე.

პოლიციელს რომ მოვუყევი, მითხრა, ახლა თუ გინდა, შენ უჩივლეო. სად არის ჭეშმარიტება? მისგან განსხვავებით, ჩემს ღირსებას გავუფრთხილდი და არ მიჩივლია.

საბოლოოდ ქონება სამად გაიყო, დედასაც ეკუთვნოდა, რა თქმა უნდა. დედაჩემი ცხოვრობს ერთ ბინაში და ყველა პირველი რიგის მემკვიდრეები ვართ, როგორ დავემშვიდობებოდით? წილი უნდა და წაიღოს! გაგვწირა ჩვეულებრივად, თორემ ამ ამბებს ასე ხმამაღლა როგორ ვიტყოდი?!

ვითომ საბჭოური სისტემიდან გადმონაშთებს ებრძვის თავისი მსოფლმხედველობით და ამ დროს იქცევა, როგორც ჩვეულებრივი საბჭოთა ჩეკისტი. „მოვკლავ დედასაც და მოვკლავ მამას, რევოლუცია თუ მეტყვის ამას“ – ასე მოქმედებს.

მიუხედავად ამისა, ახლაც არ ვარ მასზე გაბრაზებული. დედაჩემია გაბრაზებული. მე სიბრალულს ვგრძნობ. ამ გადაცემის შემდეგ ჩემთვის არც ნათესავს და არც ნაცნობს არ უთქვამს, შენ ვინ ყოფილხარო. ყველა მეკითხება, სრულ ჭკუაზეა, რას ლაპარაკობსო.

ბოროტება თუ გინდა, დათრგუნო, სიკეთეზე უნდა ილაპარაკო და მისი სიკეთე გაიხსენო. მე არ მისვრია მისთვის ტალახი და არ მომიგონია საზიზღრობები, მან კი რაღაცები შეთითხნა. ძალადობრივ გარემოში კი არა, პირიქით, ლაღად ვიზრდებოდით. მამაჩემს ოპერაცია გავუკეთეთ და არ მოვიდა. მამაჩემიც ცუდად იყო მის გამო, ამბობდა, ჩემს შვილს ვეღარ ვცნობო”, – გამაცხადა დათო ანდღულაძემ.

წყარო: სარკე

Share.