“ვერ გამიბედეს დედის ნაგვის შავ პარკში ჩადება..” – ნახეთ დეა ადამიას, რომელსაც დედა გარდაეცვალა უმძიმეს წერილს აქვეყნებს

0

რეალთი შოუ „ჯეო-ბარი 2007“-ს გამარჯვებულ დეა ადამიას დედა გარდაეცვალა. ნაირა ადამიანი თითქმის ერთი თვე ებრძვოდა კორონავირუსს.
დეა ადამია პერიოდულად წერდა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციებს. პაციენტი ჯერ „ამტელ ჰოსპიტალში“, შემდეგ „თბილსის ზღვის ჰოსპიტალში“ და ბოლოს „პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მკურნალობდა. როგორც დეა წერს, დღეს, გამთენიისას დაურეკა ექიმმა და უთხრა, რომ დედამისი გარდაიცვალა…

„ჯალათებო გაემზადეთ დედაჩემის ორმოცამდე ჩემი დედა ბატონის სული გაგიყოლებთ… ეს იქნება საყოველთაო სიმართლის ზეიმი! მე ვერ გამიბედეს ნაგვის შავ პარკში დედის ჩაგდება! ცოცხალი ვერ დავიცავი, რადგან ბრმად ვენდე ჯალათ ექიმებს, მაგრამ მკვდარი მაინც დავიცავი მათი მხრიდან აგდებისგან და დაცინვისგან… ჩემი დედოფალი, დედა ბატონი ჩემივე მიტანილი სუდარით წამოვაბრძანე სახლში.

თქვენც ასე მიაგეთ პატივი სატანების მხრიდან არა ერთ გზის ნაგვემ და ნაწამებ გარდაცვლილ ახლობლებს… არ გააბედინოთ მათი ნაგვის შავ პარკში ჩაყრა! დაიცავით თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლე და უფლებები!“ – წერს დეა ადამია.
წყარო:ambavi.club

Share.