“ვერ შევძლებ რომ არ მოგიყვეთ,გულში არ მეტევა,ცრემლები მადგას თვალზე,გაოცებულები იყვნენ ჩემი მეგობრები..”

0

სოციალურ ქსელში გიორგი პირველი ძალიან ემოციურ ისტორიაზე წერს, რომელიც ბელგიაში გადახდა.
”რომ არ მოვყვე არ შემიძლია – გულში არ მეტევა:
ბრიუსელიდან ბრიუგეში მანქანით მივდიოდით და გზათ შევიარეთ სასადილოდ ქალაქ ალტერში. წვიმდა. მანქანით ვმოძრაობდი ძალიან დაბალი სიჩქარით და თან ვათვალიერებდი არემარეს.

უცებ თვალში მომხვდა მაღალი ბრგე მამაკაცი, დაახლოებით სამოცი სამოცდახუთი წლის,რომელიც ფეხით გზას მიუყვებოდა და ოი საოცრებავ! თავზე ეხურა სვანური ქუდი, ოდნავ შელახული. იმდენად იმოქმედა ამან ჩემზე, რომ უცებ გადავხტი მანქანიდან, მივარდი მასთან და ფრანგულად შევეკითხე ,, მეგობარო მითხარით საიდან გაქვთ ეს ქუდი?” მანაც სუფთა ფრანგულით მიპასუხა – ,, ეს ქუდი ჩემი სამშობლოდან ჩამოვიტანეო” და რაღაც განცვიფრებული მომაშტერდა. ასევე ფრანგულად ვთხოვე მოსულიყო მანქანის საბარგულთან. გავხსენი მანქანის საბარგული სადაც დაახლოებით 7-8 ცალი სვანური ქუდი მელაგა.
ამჯერად ქართულად უთხარი ,,ამოირჩიე რამდენიც გინდა ჩემო ძმაო ქუდები , ხომ ხედავ სხვა და სხვა ფერებია” კაცს ხელიდან კინაღამ გაუვარდა ჩანთა სიხარულით. გადავეხვიეთ ერთმანეთს და ასე ვიდექით რამოდენიმე წუთი”.
ჩემი თანამგზავრები გაოცებულები იყურებოდნენ მანქანის ფანჯრებიდან. ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა. წვიმაში ორი უცნობი ადამიანი ვეხუტებოდით ერთმანეთს.
არ მინდა ამ კაცის გვარი და სახელი დავწერო. ის რაჭველია ონის რაიონიდან და 20 წელზე მეტია აქ ცხოვრობს ,,პურუკებს აცხობს” და ოჯახიც თან ჰყავს წაყვანილი. ცხოვრობს ბედნიერად, მაგრამ უსამშობლოდ.
ბევრი გვეხვეწა მის სახლში მივსულიყავით და დაგვესვენა, მაგრამ დავპირდი რომ აუცილებლად ვესტუმრებოდი. ყველა ფერის სვანური ქუდი დაუტოვე, ერთი ბოთლი ,,ხვანჭკარა” მქონდა და გამეხარდა , რომ მანქანაში აღმომაჩნდა იმ დროს და იმ ადგილზე.
მოვდიოდი გზაზე და სულ ამ კაცზე ვფიქრობდი.
ნეტა ის დრო დადგეს, რომ ჩემი ქვეყნიდან არავინ არსად არ გადაიხვეწოს! ვფიქრობდი და ცრემლით მევსებოდა თვალები.
ჩემი თანამგზავრები მთელი გზა მაკვირდებოდნენ და მანქანიდან ჩასვლისას მითხრეს, რომ ძალიან სენტიმენტალურები და თბილები ხართ ეს ქართველები და ამაშია თქვენი სიძლიერეო…” – წერს გიორგი პირველი.

Share.