სოციალურ ქსელში გავრცელდა თემურ წიკლაურის ბოლო პერიოდში შესრულებული ნამღერი – “გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ”. ვიდეო პანდემიის დროს არის გადაღებული. არტისტი სიმღერაში კორონავირუსსაც აგინებს. “უსაქმურად ვაგდივარ, ოხ, კორონავირუსო, შენი დედა ვატირეო”. განსაკუთრებულად ემოციურია ფინალი, სადაც ის ძალზედ გულში ჩამწვდომად მიმართავს თავის მსმენელს. “გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ… როგორ არ მინდა ჩასვლა, ვერ წარმოიდგენთ, ვერ წარმოიდგენთ…”
ვიდეო: