რუსთავში 14 წლის გიორგი ზაქარაშვილს უკვე მე-5 დღეა ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა წყალში ბავშვის გაუჩინარების წერტილიდან
, დაახლოებით, 18-კილომეტრიანი პერიმეტრი სხვადასხვა საშუალებით შეამოწმეს.
ძებნის ღონისძიება ჩატარდა ხიდის მიმდებარედ არსებული დამბის არეალშიც.
არსებული ინფორმაციით, გიორგი ბოლოს მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
წყარო:statiebi.club