“ვეძებ საცოლეს, ვინც კარგ გოგონას გამაცნობს Iphone 13-ს ვაჩუქებ…” – ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საცოლეს ეძებს

0

მოქალაქე სოციალურ ქსელში დაოჯახების მიზნით პოსტს აქვეყნებს და ადამიანს, რომელიც მას გოგონას გააცნობს iphone 13-ის ყიდვას ჰპირდება. პოსტთან ერთად მამაკაცი, სავარაუდოდ, საკუთარი ავტომობილის ფოტოსაც აქვეყნებს.
მოქალაქის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ (სტილი დაცულია):

„ვეძებ საცოლეს. ვარ 33 წ კირჩხიბი. 1.90 სმ 92 კგ. ერთგული მოსიყვარულე. ვცხოვრობ თ.ბ. არ ვსვავ არ ვეწევი. არ ვიკეთებ არ ვკაიფობ არ ვთამაშობ. დასაქმებიული, მაქვს ბინა მანქანა. ბიზნესიც. ციდან არაფერი დამცემია. მამიკოს ფულებით გათამამებული ბიჭი ვგონივარ ბევრს. ყველაფერი რაც მაქვს ჩემი შრომით შექმნილია. წლებია ვცხოვრობ დამოუკიდებლად სრულიად მარტოდ. ბევრი მეტყვის სიგოიმეა აქ ნორმალური არავინ მოგწერსო მაგრამ მაინც იყოს. დაცინვაში ჩვენ ხომ ბადალი არ გვყავს. ბევრი თვითონ არის დასაცინი მაგრამ ცოტახანს იყოს წავშლი ალბათ. ბევრი ვიცი სოც ქსელში გაცნობილები დღეს რომ ტკბილად ცხოვრობენ. და დასაცინს მაინც რას ვაკეთებ? ვინ შემხვდება და როგორ მეუღლეობას გამიწევს არ ვიცი, ოჯახის დანგრევა არ მინდა. პატიოსან გოგოს გავიცნობ. ვინც კარგ გოგოს გამაცნობს საჩუქრად iphone 13 ვუყიდი.

თუ მაღალი იქნება და ქალიშვილი ხომ კარგი. თუ არა და დაბალზეც და ცოტა ბოზზეც თანახმა ვარ. მოკლედ არ ვხუმრობ მართლა ვუყიდი. ზოგიერთი უქნარასავით ფულიანს და დედისერთას არ ვეძებ. არც ფულზე გაგიჟებულს ვეძებ. მთავარია სიყვარული და ერთგულება შეეძლოს. ვისაც მე მივწერე და ვიმატებ ზოგი გათხოვილია. ზოგის შეყვარებული მპასუხობს, ზოგის ქმარი, ზოგი იტალიაშია, ზოგს სოც ქსელში გაცნობილთან შეხვედრა არ სურს. ვეღარ გამიგია ორჯელ სამჯელ როგორ ოჯახდებით ერთი კვირის გაცნობილთან ან სად იცნობთ მეც მასწავლეთ. ლაივში ვინც მომეწონა ასე ქუჩაში არავის ეცნობა, საცობში მე ვერავინ გავიცანი. მეტროში მე არ დავდივარ. რესტორანში ყველა წყვილებად მოდიან. ვინც დამილაიქებს ყველას ვერ მივწერ. ზოგი თავს ისე იფასებს. იქნებ პირადში მომწერო. ამ ერთხელ ვცდი და დავანებებ ძიებას დავტკბები მარტოდ ცხოვრებით. ან იქნებ ისეთი გამოჩნდეთ ვისაც შვილი უნდა და გათხოვება არა.

დროის მოსაკლავად ნუ მომწერთ მაგისთვის არც დრო მაქვს და არც ნერვები“,- წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

Share.