“ვზივარ, ფვიქრობ და ვერ ვპოულობ სიტყვებს…” – გარდაიცვალა ცნობილი ფილოლოფი, მეცნიერი და პოეტი

0

ფოლკლორისტი ამირან არაბული სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ფილოლოგი, მეცნიერი და პოეტი – ლალი გულისაშვილი გარდაიცვალა. იგი 66 წლის იყო.
ამირან არაბულმა გარდაცვლილთან ბოლო სატელეფონო საუბარიც გაიხსენა და ემოციური პოსტი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ჩემი ლექსების ახალ კრებულს ოთხშაბათს ლიტერატურის ინსტიტუტის დარაჯთან დაგიტოვებო, შემეხმიანე ერთი კვირის წინ. ეს იყო ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბარი…

დღეს გავედი, მოვიკითხე შენი წიგნი და ხელცარიელი შემოვბრუნდი შინ.

ავად მენიშნა. შენ ხომ ყალბი დაპირება არ გჩვეოდა და სულ ცოტა ხანში ეს უმძიმესი ამბავი შემატყობინეს…

ვზივარ, ვფიქრობ და სიტყვა არ მემორჩილება (ალბათ იმიტომ,რომ სიკვდილს ყველაზე მეტად დუმილი შეშვენის!).

ადამიანობაშიც გამორჩეული იყავი და პოეტურ შემოქმედებაშიც. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: შენი ერთი ლექსი არაერთი თანამედროვე პოეტის ტომეულებს გადაწონის!..

აღარ გვყავს სიკეთით, სითბოთი და სილამაზის სიყვარულით სავსე ლალი გულისაშვილი.მშვიდობით დაო და მეგობარო. ადრე თუ გვიან ყველანი მანდ წამომსვლელები ვართ!..“, – წერს ამირან არაბული.

cam

calm

Share.