ვიდეო”სასტიკად მოკლული ქეთი ჯავახიშვილის ოჯახი დუმილს არღვევს..” – ნახეთ რას ამბობენ ოჯახის წევრები

0

59 ჭრილობა დანით. კურიერი PS ლილოში მომხდარი სასტიკი დანაშაული დეტალები გაარკვია. მოკლული 21 წლის ქეთი ჯავახიშვილია, მკვლელი კი 20 წლის ოთარ ცინდელიანი, რომელმაც საკუთარი დედის ნათლული, ღამის ორ საათზე, ჯერ სახლიდან გაიტყუა, შემდეგ კი დანით დაჩეხა და მიიმალა.
ცხედარი იმდენად დასახიჩრებული იყო რომ მეორე დღეს, დანაშაულის ადგილას მისულ ადგილობრივებს, გარდაცვლილის სქესის გარკვევაც კი გაუჭირდათ – საბოლოოდ ცხედარი მოკლულის მამამ ამოიცნო. ოჯახი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სასტიკი დანაშაულის საქმის არსებითი განხილვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ირკვევა, რომ ბრალდებულმა აღიარება დუმილით შეცვალა. ცინდელიანის ადვოკატები მედიის შეკითხვებს გაურბიან.

მომ­ხდა­რი­დან სამი თვის შემ­დეგ კუ­რი­ე­რი • P.S-თან ქე­თის ბე­ბია დუ­მილს არ­ღვევს. მისი თქმით, მისი შვი­ლიშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით არის მოკ­ლუ­ლი.

“ქე­თის ხე­ლე­ბი სულ გა­დაჭ­რი­ლი ჰქონ­და. დაგვღუ­პა (ოთარ ცინ­დე­ლი­ან­მა) ორ-ორი ოჯა­ხი. 28 თე­ბერ­ვალს მოკ­ლა, ერთი დღე არ აცა­ლა, რომ გა­ზა­ფხუ­ლი შე­ეგ­რძნო. ჯერ უცე­მია, შემ­დეგ დანა და­ურ­ტყია და ორ­მო­ში ჩა­უგ­დია. დი­ლით ქეთი მა­მამ ნახა, ვი­ღაც მო­უკ­ლი­ა­თო, გა­ვი­და გა­რეთ და რომ მი­ვი­და და გად­მო­წია ცხე­და­რი, ქეთი სულ სის­ხლში ცუ­რავ­და”. უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა უნდა მი­ე­სა­ჯოს, დი­ლით ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ტი­რი­ლით იწყე­ბა”, – ამ­ბობს გო­გო­ნას ბე­ბია.

Share.